უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

3 აპრილი, 2018 17:20
font-size

გიორგი გიორგანაშვილსა და ირაკლი ქორიძეს ბრალი ჯაბა ხულორდავას ჩვენების საფუძველზე წარედგინათ - პროკურორი

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და შენახვის საქმის პროკურორის, ირინა ჩონჩიას ინფორმაციით, ამავე საქმეზე ბრალი მსახიობ გიორგი გიორგანაშვილსა და ირაკლი ქორიძეს ჯაბა ხულორდავას ჩვენების საფუძველზე წარედგინათ.

ირინა ჩონჩიას თქმით, საქმეში ხულორდავას რამდენიმე ჩვენება არსებობს, რომელიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.

როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაპირველად, ჯაბა ხულორდავამ გამოძიებას დაუდასტურა, რომ ნარკოტიკული საშუალებები „ბახალას“ და ირაკლი ქორიძეს ეკუთვნოდათ, თუმცა მოგვიანებით ირაკლი ქორიძის მიერ დაქირავებული ადვოკატების ზეწოლით, ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ ნარკოტიკები ზესტაფონში მისთვის უცნობმა პირებმა გადასცეს. ბრალდების მხარის ინფორმაციით, 6 თვის შემდეგ ჯაბა ხულორდავამ ჩვენება ისევ შეცვალა და აღნიშნა, რომ გიორგი გიორგანაშვილმა ნარკოტიკული საშუალება თურქეთში გადასცა.

„ჯაბა ხულორდავას პირველი კონტაქტი როდესაც ჰქონდა სამართალდამცავ ორგანოებთან, კერძოდ, როდესაც მოხდა ჩხრეკა და რეანომობილიდან ნარკოტიკული საშუალების ამოღება, მან მაშინვე დააფიქსირა შესაბამის ოქმზე, რომ ეს აბები გიორგი გიორგანაშვილს და ირაკლი ქორიძეს ეკუთვნოდა. მას შემდეგ, რაც დროებითი მოთავსების იზოლატორში ჯაბა ხულორდავას შეხვდნენ ირაკლი ქორიძის მიერ დაქირავებული ადვოკატები, სწორედ მათი მითითებით და მცდელობის შესაბამისად, ჯაბა ხულორდავამ მცდარი ჩვენება მისცა გამოძიებას, მაგრამ მალევე მოეგო გონს და სასამართლოზე დააფიქსირა ის ჩვენება, რასაც იგი თავიდანვე განმარტავდა. მან განმარტა, რომ ეს ჩვენება იმიტომ მისცა, რომ ასე ურჩია ადვოკატმა, რომელიც ირაკლი ქორიძემ დაუქირავა,“- განაცხადა პროკურორმა.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი