უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 მაისი, 2018 14:40
font-size

გიორგი გახარიას პარლამენტში ხვალ 16 საათზე მოუსმენენ

ხვალ, 16 საათზე საქართველოს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მოსმენა დაიწყება. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

გიორგი გახარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამ საკითხზე ისაუბრებს, ესენია: 2018 წელს შსს-ის მიერ გაწეული სამუშაოების შედეგები, შსს-ში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და ასევე 2018 წლის 12 მაისს კლუბებში -„ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაცია.

ცნობისთვის, შაბათს გამთენიისას თბილისის კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ შეჭრის გამო რუსთაველის გამზირზე 2 დღის განმავლობაში აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“ მიმდინარეობდა. სპეცრაზმის შეჭრის გარდა აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ პოლიციის ძალადობრივ ქმედებებსა და მოქმედ ნარკოპოლიტიკას.

კვირას აქციის პარალელურად ნაციონალისტურმა ჯგუფებმა კონტრაქცია გამართეს. ისინი ცდილობდნენ პოლიციელთა კორდონის გარღვევას და პარლამენტთან შეკრებილ ხალხამდე შეღწევას. ისინი აგრესიულად იქცეოდნენ. ისმოდა ძალადობრივი შეძახილები აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“ შეკრებილთა მისამართით.

14 მაისის შუაღამით, აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ ორგანიზატორებთან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. მოლაპარაკებების შემდეგ მან შეკრებილ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და დაშლისკენ მოუწოდა. აქციის ორგანოზატორების თქმით, ისინი ერთი კვირის განმავლობაში ნარკოპოლიტიკის შეცვლასთან და კლუბებში შეჭრისას სამართალდამცავების ქმედებების გამოძიებასთან დაკაშირებით ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ორგანიზატორების განმარტებით, თუ მოლაპარაკებები შედეგს არ გამოიღებს, ისინი 19 მაისს კვლავ შეიკრიბებიან პარლამენტის წინ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი