პოლიტიკა
გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ახალი დირექტორი დანიშნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორად ეკატერინე მაჭავარიანი დანიშნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეკატერინე მაჭავარიანი ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის მაგისტრია. 2009-2017 წლებში იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.
2008-2009 წლებში იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის რეფორმის პროგრამის ეროვნული კოორდინატორი იყო. 2006-2007 წლებში იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში რეფორმებისა და სტრატეგიული დაგეგმარების განყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2005–2006 წლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში სტრატეგიული განვითარების განყოფილების უფროსი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი ეკატერინე მაჭავარიანი საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარებას, ევრო და ჩრდილო ატლანტიკურ ინტეგრაციას და პროექტების მართვას უხელმძღვანელებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


