პოლიტიკა
გიორგი გახარია სომხეთის პრემიერ-მინისტრს კარენ კარაპეტიანს შეხვდა
სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ქვეყნის პრემიერ-მინისტრს კარენ კარაპეტიანს შეხვდა. გიორგი გახარიამ და კარენ კარაპეტიანმა საქართველო-სომხეთის ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს და განიხილეს ის მნიშვნელოვანი გეგმები, რომლებიც ორი ქვეყნის მთავრობების ძალისხმევით სავაჭრო ბრუნვის, ტურიზმის, ექსპორტის გაზრდის, ერთობლივი საწარმოების შექმნისა და პროდუქციის მესამე ქვეყნებში ბაზრებზე წვდომის მიმართულებით მუშავდება.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი გახარიამ სომხეთის პრემიერ-მინისტრს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო-სომხეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება არამხოლოდ ორმხრივი, არამედ რეგიონული და საერთაშორისო მიმართულებითაც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.
„პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორივე ქვეყნისთვის ძალიან საინტერესო საკითხებზე. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის არ არსებობს რაიმე პოლიტიკური სირთულე, ძირითადი კონცენტრაცია უნდა გავაკეთოთ ეკონომიკურ განვითარებაზე. შესაბამისად, დავსახეთ გეგმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკურ წინსვლას, ჩვენი კომპანიების ურთიეთთანამშრომლობის გაძლიერებას, ვაჭრობის განვითარებას, ჩვენი კომპანიების მიერ საერთო წარმოებების შექმნას მესამე ბაზრებზე წვდომისთვის, ტურიზმის, ლოგისტიკური მიმართულებების, მაღალი ტექნოლოგიების განვითარებას და ა.შ. რეალურად, ჩვენ ვქმნით უწყებათაშორის ურთიერთობის განვითარების ისეთ ინფრასტრუქტურას, რომელმაც კერძო ბიზნესს უნდა შეუქმნას საფუძველი, ურთიერთთანამშრომლობით გააღრმავონ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები და ხელი შეუწყონ ეკონომიკურ ზრდას“ - განაცხადა გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
კარენ კარაპეტიანთან გამართულ შეხვედრას გიორგი გახარიასთან ერთად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნინო ჯავახაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი, საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა და საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე ესწრებოდნენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


