პოლიტიკა
გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა
სამთავრობო ცვლილებების შედეგად, ეკონომიკის მოქმედი მინისტრი, გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრად ინიშნება.
ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი, პოლიციელის პრესტიჟი, დანაშაულთან ბრძოლა და საზოგადოებრივი წესრიგი არის ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიოტეტი და ამ პრიორიტეტის ხაზგასასმელად მინისტრი ამავდროულად დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას.
გიორგი გახარია სწორედ მენეჯერული გამოცდილებით არის შერჩეული ამ თანამდებობაზე და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის წარმატებული მინისტრი იქნება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება მოქმედ შს მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს, ცვლილებების თანახმად, ის რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს უხელმძღვანელებს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


