უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 ივნისი, 2025 14:29
font-size

გიორგი გახარია მზაობას აცხადებს, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ჩორჩანას შესახებ 2 ივლისსაც დისტანციურად ისაუბროს - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

გიორგი გახარია მზაობას აცხადებს, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ჩორჩანას შესახებ 2 ივლისსაც დისტანციურად ისაუბროს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, გიორგი გახარია და მისი გუნდი ამაყობენ ჩორჩანას საქმით.

„ოცნების“ რეჟიმი ჩორჩანაში ქართული მიწის მშვიდობიანი დაცვისთვის, მცოცავი ოკუპაციის მშვიდობიანი შეჩერებისთვის და სეპარატისტების მხრიდან კიდევ უფრო დიდ ტერიტორიებზე პრეტენზიებისგან დაცვისთვის გიორგი გახარიას უკერავს ბინძურ საქმეს, რომელიც 15-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს, რაც იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი დანაშაული და რისთვისაც აუცილებლად დადგება ყველა მასში მონაწილე პირის სამართლებრივი და ისტორიული პასუხისმგებლობის საკითხი. დღეს ცხადია, რომ სეპარატისტული რეჟიმი და „ოცნება“ ერთი და იგივე ნარატივით საუბრობს ჩორჩანაზე. როგორც „ბიბილოვი“ აცხადებს, ჩორჩანა არის მტკივნეული ხიჭვი სეპარტისტული რეჟიმისთვის, ახლა როგორც ირკვევა, თურმე ასეა „ოცნებისთვისაც“. როგორც ჩანს ისინი დღეს ერთი და იგივე „დიფსთეითიდან იღებენ ინსტრუქციებს.

გიორგი გახარია ერთხელ უკვე იყო კომისიაზე, სადაც ისაუბრა ჩორჩანაზე, ამის შემდეგ არაერთხელ გამოხატა მზაობა, ე.წ. კომისიის სხდომაში დისტანციურად მიეღო მონაწილეობა, რისი შესაძლებლობაც გათვალისწინებულია კომისიის დებულებით და ზუსტად ასეთი შემოთავაზება თავად კომისიისგან ერთხელ უკვე მიიღო პირველი მიწვევის დროს. ე.წ. კომისიამ მისი მუშაობის მანძილზე პირველად, თავად განაცხადა უარი მოესმინა გიორგი გახარიასთვის, როცა სხვებს ამის შესაძლებლობას აძლევს. ცხადი ხდება, რომ შეშინებული და არაადეკვატურობის ზღვარზე მყოფი „ოცნება“ თავად გაურბის „ჩორჩანაზე“ საჯაროდ საუბარს, რადგან ცხადი გახდება ვინ ღალატობს ქართულ, ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილებაც დასტურია, რომ მათ არ სურთ ჩორჩანას საქმეზე გიორგი გახარიას მოუსმინონ. 2 ივლისსაც მზაობას ვაცხადებთ, დისტანციურად ვისაუბროთ ჩორჩანაზე. გიორგი გახარია და ჩვენი გუნდი ამაყობს ჩორჩანას საქმით. ეს არ არის მხოლოდ გიორგის გახარიას წინააღმდეგ პოლიტიკური ვენდეტა, ეს არის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი დანაშაული და რა დროც არ უნდა გავიდეს, საზოგადოებას ვპირდებით, რომ ამ საგამოძიებო კომისიის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნება და ვერავინ შეძლებს „ჩორჩანას“ საქმიდან გაქცევას და დამალვას, ვერცერთი კომისია, ცრუ მოწმე თუ სამართალდამცავი“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას 2 ივლისს კიდევ ერთხელ იბარებენ.

შეგახსენებთ, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე ხელმეორედ 16 ივნისს დაიბარეს. გახარია საგამოძიებო კომისიაზე დღეს, 23 ივნისს უნდა გამოცხადებულიყო.

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ აღნიშნულ საკითხზე გუშინ, 22 ივნისს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება და გამოთქვამს მზაობას, კომისიას დისტანციურად ჩაერთოს. საგამოძიებო კომისიამ უარი განაცხადა გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი