სამართალი
გიორგი გახარია ხორავას ქუჩის საქმის ფიგურანტების მიმოწერების ამოსაღებად Facebook-ს მოთხოვნას გაუგზავნის
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ის ხორავას ქუჩის საქმის ფიგურანტების Facebook-მიმოწერების ამოღებას აპირებს. ამაზე შეკითხვა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრმა გიგა ბოკერიამ დაუსვა.
„აპირებთ თუ არა ახლა, Facebook-ს გაუგზავნოთ მოთხოვნა, რომ სცადოთ იმ ჩანაწერების ამოღება, რომლებიც შესაძლოა, წაშლილია? არც გაფასებთ, არც ბრალდებას გიყენებთ, უბრალოდ გვიპასუხეთ. აქამდე რომ არ გააკეთეთ, სხვა ბევრ რამესთან ერთად, ეს ვიცით“, - ჰკითხა ბოკერიამ გახარიას.
ამაზე შს მინისტრმა უპასუხა, რომ მოთხოვნას Facebook-ს დღესვე გაუგზავნის.
„დღესვე გავაგზავნი და იქიდან მოცემულ ინფორმაციას, როგორც კი მივიღებთ იმ წუთში გადმოგიგზავნით, ბატონო გიგა“, - მიმართა გახარიამ ბოკერიას.
ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი კომისიის სხდომაზე შს მინისტრ გიორგი გახარიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს უსმენენ, ასევე დღესვე დაგეგმილია იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გამოკითხვა.
ანა მებურიშვილი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


