უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 მაისი, 2018 14:00
font-size

გიორგი გაბედავა პოლიციას თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ადანაშაულებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის“ თავმჯდომარემ გიორგი გაბედავამ პოლიცია 17 მაისს თავისუფლების უკანონო აღკვეთაში დაადანაშაულა.

საქმე ეხება რუსთაველის გამზირზე საპატრიარქოს მიერ დაწესებული „ოჯახის სიწმინდის დღესთან“ დაკავშირებულ აქციას, რომლის დროს გაბედავა სამართალდამცველებმა გამოკითხვის მიზნით დააკავეს და პოლიციაში გადაიყვანეს.

გაბედავას თქმით, ის 4 საათის განმავლობაში ითხოვდა ადვოკატს, სახალხო დამცველს, თუმცა მას დარეკვის საშუალებას არ აძლევდნენ.

გაბედავამ აღნიშნა, რომ ვერ აუხსნეს, რისთვის დააკავეს.

„ჯერ მეუბნებოდნენ, რომ ვიყავი ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი, მერე მითხრეს, რომ სასამართლოში გაირკვევა ყველაფერი. პოლიციელებს არაფერს არ ვერჩი, ისინი უფროსების დავალებებს ასრულებდნენ, მესმის, და ისევ რიგითზე, რომ არ გადატყდეს ჯოხი, მე ვითხოვ მაღალჩინოსნების დაკავებას“, -თქვა გაბედავამ.

გაბედავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აუქმებს მის მიერვე დაფუძნებულ ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა ეროვნულ ალიანსს“ და მოღვაწეობას, როგორც დამოუკიდებელი აქტივისტი განაგრძობს.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი