საზოგადოება
გიორგი ჩიკვაიძის მდგომარეობა, კვლავ არის მძიმე! ეტლის გარეშე ვერ გადაადგილდება, მარცხენა ფეხს საერთოდ ვერ გრძნობს - ირაკლი პაპიაშვილი
გიორგი ჩიკვაიძე შიმშილობის მე-9 დღეს, პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს, ინფორმაციას მისი მეგობარი ირაკლი პაპიაშვილი ავრცელებს:
"ცოტა ხნის წინ გიორგი გადაიყვანეს პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში!
გიორგის მდგომარეობა, კვლავ არის მძიმე!
ეტლის გარეშე ვერ გადაადგილდება, მარცხენა ფეხს საერთოდ ვერ გრძნობს და ასევე, პენიტენციურის სამედიცინო პერსონალი ამბობს, რომ მისი ანალიზების პასუხები ძალზე საყურადღებოა!
დღეს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის დავალებით, გიორგი მოინახულა ეკა ბესელიამ, რომელიც, აღწერს გიორგის მდგომარეობას.
გიორგის პოზიცია და შემართება უცვლელია, ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე!!!!!!" - წერს პაპიაშვილი.
გიორგი ჩიკვაიძე სასამართლო დარბაზში 11 მარტს დააკავეს. მოსამართლე იზა კელენჯერიძემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიება გირაო, პატიმრობით შეუცვალა. დაკავებიდან მეორე დღეს მან შიმშილობა დაიწყო.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


