პოლიტიკა
გიორგი ბადაშვილი სავარაუდოდ მთავარ პროკურატურაში გააგრძელებს მუშაობას
არსებული ინფორმაციით, გიორგი ბადაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან წaმოვიდა და მუშაობას მთავარ პროკურატურაში გააგრძელებს.
აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით მთავარი საგამოძიებო უწყების პრესსამსახურში არ ადასტურებენ.
საკითხზე ოფიციალურ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ არც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი უწყების მოქმედი ხელმძღვანელის, ირაკლი შოთაძის მოადგილე გახდება.
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გიორგი ბადაშვილი საქმიანობას ძალოვან სისტემაში გააგრძელებს ადასტურებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია.
თუმცა ჟურნალისტებთან საუბარში ბესელიამ არ დააკონკრეტა, თუ სად დაინიშნება ბადაშვილი.
"ფინანსთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები დაიწყო, რომელიც მხოლოდ კარგი დინამიკის მიზნით იქნება მიღებული. გარკვეული ცვლილებები შეეხებათ მათ, ვინც თანამდებობაზე მუშაობენ. ბადაშვილი ძალოვან უწყებში გარკვეულ პოზიციაზე იქნება წარდგენილი", - განაცხადა ბესელიამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


