უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

27 მაისი, 2025 14:23
font-size

გიორგი ბაჩიაშვილს საქართველოში იძულებით დაბრუნების შემდეგ წამების რისკი ემუქრება - იურიდიული ფირმა Amsterdam & Partners-ი

იურიდიული ფირმა Amsterdam & Partners-ი გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „გიორგი ბაჩიაშვილს 2025 წლის 26 მაისს საქართველოში იძულებით დაბრუნების შემდეგ წამების რისკი ემუქრება“.

„ბაჩიაშვილის საერთაშორისო იურიდიული გუნდი გამოიყენებს ყველა ხელმისაწვდომ სამართლებრივ გზას, რათა საქართველო პასუხისგებაში მისცეს ბაჩიაშვილის საქმეში უკანონო მოქმედებისთვის, გააპროტესტოს საქართველოში მართლმსაჯულების მიმდინარე დამახინჯება და მოითხოვოს კომპენსაცია ბაჩიაშვილის თვითნებური დაკავებისა და არასათანადო მოპყრობისთვის.

რობერტ ამსტერდამის განცხადებით: „მე მკაცრად ვგმობ შიდა და საერთაშორისო სამართლის მიმდინარე ინსტრუმენტალიზაციას და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის მექანიზმების ბოროტად გამოყენებას, რომლის მიზანიც ჩემი კლიენტის დასჯაა სიმართლის თქმის გამო“.

ბაჩიაშვილი იყო პოლიტიკური დევნის ძლიერი კამპანიის სამიზნე, რომელიც ორგანიზებული იყო ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს დე ფაქტო მმართველის მიერ. მიმდინარე სისხლის სამართლებრივი წარმოება საქართველოში ბაჩიაშვილის წინააღმდეგ, მათ შორის უაზრო და ხანდაზმული ბრალდებები, რომლებიც მომდინარეობს ათი წლის წინანდელი ლეგიტიმური ბიზნესსაქმიანობიდან, ასახავს იუსტიციის სისტემურ გამოყენებას პოლიტიკური კონტროლის იარაღად. ბაჩიაშვილის იძულებითი დაბრუნება საქართველოში მას თვითნებური დაკავების, იძულებითი დაკითხვისა და არასათანადო მოპყრობის უშუალო რისკის ქვეშ აყენებს. საფრთხე რეალურია.

გაერო-ს წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტმა მიუთითა „მრავალრიცხოვან და თანმიმდევრულ ბრალდებებზე“ ქართული კანონდამცველი ორგანოების მიერ წამებასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს წინაამდეგ არაერთხელ გამოიტანა გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის გამო. ხოლო ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა (CPT) თავის 2018 წლის საჯარო ანგარიშში გააფრთხილა საქართველოში დაკავების დროს ცემის, იძულებითი დაკითხვისა და არაადეკვატური დაცვითი ზომების მუდმივი ხასიათის შესახებ. ეს შეშფოთება განსაკუთრებით მწვავეა პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებში, როგორიცაა ბაჩიაშვილის საქმე, სადაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა მთლიანად კომპრომეტირებულია. ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი წარმოება საქართველოში თავისთავად წარმოადგენს სამართლიანი პროცესის ძირითადი სტანდარტების დარღვევას. ისინი უფრო ფართო სისტემის ნაწილი არიან, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკურად დაკავშირებული პროკურორები და მოსამართლეები რეჟიმის ოპონენტების გასაჩუმებლად და გავლენის დამოუკიდებელი ცენტრების დასაშლელად გამოიყენებიან.

საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს პასუხისმგებლობას დააკისრებს ბაჩიაშვილის უფლებების ყველა დარღვევისთვის. საქართველომ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაში ბაჩიაშვილისა და სხვების ფუნდამენტური უფლებების დაცვის მიმართულებით, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებული დევნის წინაშე იმყოფებიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი დღეს დააკავა. სუს-ის ცნობით, ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი