უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

9 ივნისი, 2025 15:58
font-size

გიორგი ბაჩიაშვილის ამერიკელი ადვოკატი ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს

გიორგი ბაჩიაშვილის ამერიკელი ადვოკატი ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს.

განცხადება რობერტ ამსტერდამმა "პირველებისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

იურისტის შეფასებით, ბიზნესმენი ციხეში "ივანიშვილის მიერ შეთითხნილი" ბრალდებითაა მოთავსებული.

ამსტერდამი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ინტერესია, გიორგი ბაჩიაშვილს "ფული წაართვას":

ბიძინა ივანიშვილმა საერთაშორისო დანაშაული ჩაიდინა - ეს არის საერთაშორისო დანაშაული საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით და დანაშაულია ქართველი ხალხის მიმართაც, რადგან ის ქართველ ხალხზე ზრუნვით კი არ მოქმედებს, არამედ საკუთარი, პირადი დღის წესრიგის გასატარებლად იყენებს ხალხს.

ივანიშვილმა უბრალოდ დაარღვია სხვა ქვეყნის კანონები და კონსტიტუცია და ადამიანი მოიტაცა. ეს არის კრიმინალური დანაშაული, ეს არის გატაცება.

ეს საქმე არის სრულიად უსაფუძვლო და შეთითხნილია ბიძინა ივანიშვილის მიერ იმისთვის რომ წაართვას ფული ჩემს კლიენტს. რაც მოხდა, ეს უკავშირდება მხოლოდ ბატონი ივანიშვილის ჯიბესა და ფულისადმი გაუმაძღარ სურვილს. ის იყენებს ამ საქმეს როგორც გამოძალვის ინსტრუმენტს და ეს ნათლად ჩანს იმ აბსურდული ბრალდებებიდან, რომელთაც საერთო არ აქვთ არაფერთან, ყველაზე უარეს შემთხვევაში კი, ეს შეიძლება იყოს სამოქალაქო დავა"- აცხადებს რობერტ ამსტერდამი.

"პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში რობერტ ამსტერდამი აანონსებს, რომ ბაჩიაშვილის საქმე ევრო სასამართლოში გაიგზავნება.

მეტიც, უფლედადამცველის თქმით, იურისტები ბაჩიაშვილის გატაცების საქმის დამოუკიდებელ გამოძიებას იწყებენ.

ჩვენ დავიწყებთ დამოუკიდებლად გამოძიებას, რადგან სახელმწიფოს მხრიდან არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა. ვაპირებთ, მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც. ის რაც მოხდა, შემაშფოთებელია. გიორგი გაიტაცეს, თვალები აუხვიეს, თვითმფრინავში ჩასვეს და საქართველოში დააბრუნეს, ყოველგვარი სამართლებრივი გზების გარეშე, ეს საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევაა. ასევე წამების შესახებ კონვენციის დარღვევა. ეს არის უხეში თავდასხმა სამართლის უზენაესობაზე და დემოკრატიის ნებისმიერ ნიშნზე საქართველოში"- დასძინა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, დღეს 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის საქმეზე სასამართლო პროცესია ცანიშნული.

საუბარია საზღვრის კვეთის საქმეზე. ცნობილია, რომ გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრება სურს. წინა პროცესზე, ბიზნესმენმა სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ის აბუ-დაბიდან ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს.

წყარო

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი