უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

15 ივლისი, 2025 11:52
font-size

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატებმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს

"გიორგი ბაჩიაშვილი ეტლით გადაადგილდება" - ამის შესახებ საკანში ნაცემი თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატებმა "პირველებთან" განაცხადეს.

  • უფლებადამცველები ამ წუთებში ბაჩიაშვილის მოსანახულებლად გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში არიან შესულები.

როგორც ლევან მახარაშვილი ამბობს, დაკავებულ ბიზნესმენს დაზიანების არაერთი კვალი აღენიშნება და სავარაუდოდ, ტვინის შერყევა აქვს.

საკანში მომხდარი ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე გამოძიების მოთხოვნით ადვოკატებმა პროკურატრას უკვე მიმართეს და რეაგირებას ელოდებიან.

ლევან მახარაშვილის თქმით, როგორც ბაჩიაშვილი ამბობს, საქმეში ფიგურირებს ციხის ხელმძღვანელი - დავით გოგობერიშვილი და ასევე ერთი თანამშრომელი, ამიტომაც ადვოკატის განცხადებით, აუცილებელია, რომ ნეიტრალურმა საგამოძიებო სტრუქტურამ - პროკურატურამ აწარმოოს გამოძიება.

გიორგი ბაჩიაშვილი თანახმაა, პროკურატურასთან გამოძიების ფარგლებში ითანამშრომლოს.

მიყენებული დაზიანებების შემდეგ, მას გადაადგილება უჭირს, გადაადგილდება ეტლით. სავარაუდოდ, მას აქვს ტვინის შერყევა, ვინაიდან მოტორიკა აქვს შენელებული, მათ შორის საუბრის დროს. ამას გარდა, აღიზიანებს მაგალითად მკვეთრი შუქი, როგორც თავად განმარტავს. აქვს თავის ტკივილები, ღებინების შეგრძნება. ეს ყველაფერი მას განუვითრადა გონების დაკარგვიდან ძალიან ხანმოკლე პერიოდში.

დაზიანების არაერთი კვალი აღენიშნება, კერძოდ, სისხლჩაქცევებით. თავზე მას ჰქონდა სპეციალური სამედიცინო ბინტით გადახვევა გაკეთებული, მაგრამ, როგორც განმარტა გასაუბრებისას, რამდენიმე ადგიალს აქვს ნაკერები. უკვე მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას და მოვითხოვეთ, რომ გამოძიება ჩაატარას სწორედ პროკურატურამ, ვინაიდან მოგეხსნებათ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღარ არსებობს, გაუქმებულია, ხოლო გიორგის განცხადებაში ფიგურირებს პენიტენციურის დირექტორი, ასევე ერთი თანამშრომელი. შესაბამისად, იმისათვის, რომ ობიექტურად გამოვლინდეს ყველა დეტალი, მიგვაჩნია, რომ ნეიტრალურმა საგამოძიებო სტრუქტურამ უნდა აწარმოოს ეს გამოძიება, ეს არის პროკურატურა.

გიორგი აცხადებს, რომ პროკურატურაში გამოძიების შემთხვევაში, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს სრული და ამომწურავი ინფორმაცია". - განაცხადა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა.

დაცვის მხარე დღეს ციხის ადმინისტრაციისგან მოითხოვს, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებიდან გლდანის მე-8 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, გიორგი ბაჩიაშვილი საკანში მარტო იყოს.

დავით ჯანდიერის განცხადებით, უფლებადამცველები ასევე მოითოვე კამერების ჩანაწერების ამოღებას, აღნიშნული მოთხოვნა უკვე გააკეთა სახალხო დამცველის აპარატმაც.

  • ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში ცემეს. "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის ცემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ტვ პირველმა" გაავრცელა.

მოგვიანებით, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა.

ბაჩიაშვილი ჰყვება, რომ ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

წყარო

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი