საზოგადოება
გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი მიმდინარეობს
წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი „3X3 კალათბურთში“ მიმდინარეობს. ტურნირი 18 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და მასში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების 52 გუნდი მონაწილეობს.
როგორც „მედიანიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სპორტული შეჯიბრის პირველი ეტაპი დღეს დასრულდა, სადაც თავდაცვის ეროვნული გვარდიისა და ჯარების ლოჯისტიკის უზრუნველყოფის სარდლობის 8 გუნდმა იასპარეზა.
აქედან გამარჯვებული 2 გუნდი ტურნირის მეორე დასკვნით ეტაპზე გადავიდა.ტურნირი „3X3 კალათბურთში“ 26 აგვისტოს ფინალური თამაშით ბათუმში დასრულდება, სადაც პირველ ეტაპზე გამოვლენილი საუკეთესო 8 გუნდი შეხვდება ერთმანეთს.
მათივე ინფორმაციით, ტურნირის გამარჯვებული გუნდი გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალ თასს მიიღებს, ხოლო სამი საპრიზო ადგილის მფლობელი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდება. ფინალური თამაშის გარდა, ბათუმის ბულვარში სპეციალურად მოწყობილ მოედანზე, დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები პარა-კალათბურთში საჩვენებელ თამაშს გამართავენ.
ჩემპიონატი თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით წელს დაარსდა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


