პოლიტიკა
გიორგი ალიბეგაშვილი და გიორგი ტყემალაძე სამუშაო ვიზიტით კოპენჰაგენსა და ბრატისლავაში იმყოფებოდნენ
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი პირველ მოადგილესთან გიორგი ტყემალაძესთან, დედაქალაქის ვიცე-მერთან ლაშა აბაშიძესთან, მიწათსარგებლობის გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელთან მერაბ ბოლქვაძესთან, ასევე საპარტნიორო ფონდის ,,იდეა სითის’’, LMC-ისა და MUA-ს გენერალურ დირექტორებთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ვიზიტით დანიაში, ქალაქ კოპენჰაგენში იმყოფებოდა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ვიზიტი 7-11 ივნისს გაგრძელდა და მისი მიზანი მწვანე ქალაქის მდგრადი განვითარების გაცნობა იყო.
ვიზიტი, რომელიც კოპენჰაგენის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად გასვლით ვიზიტებსა და შეხვედრებს მოიცავდა, თბილისის მწვანე ქალაქის პროექტის ფარგლებში დაიგეგმა.
ქართულმა დელეგაციამ პირველი შეხვედრა რამბოლის სათაო ოფისში გამართა, სადაც რამბოლის სამუშაო ჯგუფმა თბილისის ზღვის განაშენიანების გეგმა წარმოადგინა, რის შემდეგაც, კოპენჰაგენის ექს-მერის იენს კრამენ მაკელსენის მეგზურობით, ქართული მხარის წარმომადგენლებმა ახალი ტიპის საცხოვრებელი სახლები, კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კომპლექსთან ახლოს მდებარე სტუდენტთა საცხოვრებელი, ძველი ინდუსტრიული საპორტო ადგილი, ნონ-სტოპის მეთოდით მომუშავე ღია საცურაო კომპლექსი, ჯერ კიდევ განვითარებისა და მშენებლობის პროცესში მყოფი ახალი ოფისები, პარკირების კონსტრუქციები, საცხოვრებელი და რეკრიაციული ზონა, ასევე ქალაქის ჩრდილოეთით, კრუიზის გემით მოგზაური ტურისტებისთვის განკუთვნილი ძველი პორტის ზონა დაათვალიერეს და ამასთან, ტურისტული მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები და კოპენჰაგენის ძველი ქალაქის განვითარების მიმართულებები განიხილეს.
შეხვედრა ასევე შედგა კოპენჰაგენის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთანაც.
ვიზიტის დასასრულს, ქართული მხარე ბრატისლავაში გაემგზავრა, სადაც ,,ექსიმბანკის’’ ბორდის თავმჯდომარეს დუშან კეკეტის შეხვდა.
შეხვედრაზე, სადაც საუბარი სამომავლო პროექტებსა და ინვესტიციების პერსპექტივებს შეეხო, საქმიანი ურთიერთობების გაგრძელების მიზნით, თბილისში მისი და მუშა ჯგუფის ვიზიტი დაიგეგმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


