პოლიტიკა
გიგლა აგულაშვილმა დეპუტატებს ჰაერის დაბინძურების მდგომარეობა გააცნო
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა პრეზენტაცია“ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვა“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებს წარუდგინა.
როგორც მედიანიუსს გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე კომიტეტის წევრები ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის შედეგებს და დაბინძურების შემცირებისთვის განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ სიახლეებს გაეცნენ.
პრეზენტაციის შემდეგ მინისტრმა დეპუტატებს ექსპრეს ლაბორატორიის სამუშაო პროცესი ადგილზე გააცნო. სააგენტოს სპეციალისტებმა ექსპრეს ლაბორატორიით ადგილზე ჰაერის დაბინძურების კვლევები, ელ. მაგნიტური გამოსხივების და ხმაურის გაზომვა განახორციელეს და მიღებული შედეგების ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობა განსაზღვრეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია პარლამენტის წევრების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ინფორმირება ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესწავლა. ასევე,დაბინძურების ძირითადი წყაროების და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების განსაზღვრა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით არსებული მოთხოვნების გაცნობა.
პრეზენტაციას, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი, დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


