სამართალი
გიგი უგულავამ შესაძლოა საპატიმრო დღესვე დატოვოს
დედაქალაქის ყოფილ მერმა, გიგი უგულავამ, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით საპატიმრო ვადა შეუმცირდა, სასჯელაღსრულებსი დაწესებულება შესაძლოა, დღესვე დატოვოს.
როგორც უგულავას ინტერესების დამცველი, ბექა ბასიალია განმარტავს, მსჯავრდებულს განაჩენის შესაბამისად, პატიმრობის ვადა 9 იანვარს ეწურება, თუმცა პატიმრობის შესახებ კოდექსით მან საპატიმრო დღეს უნდა დატოვოს.
,,სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გიგი უგულავას მიერ მოსახდელი სასჯელის ვადამ შეადგინა 1 წელი 3 თვე და 22 დღე. ეს თარიღი იწურება 2017 წლის 9 იანვარს.
პატიმრობის შესახებ საქართველოს კოდექსის მიხედვით, წინა დღით უნდა მოხდეს პირის გათავისუფლება სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, როდესაც სასჯელის ვადა იწურება. 9 იანვრის წინა დღე არის 8 იანვარი - კვირა დღე. პატიმრობის შესახებ კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, თუ უქმე დღე ემთხვევა გათავისუფლების დღეს, მაშინ უნდა გათავისუფლდეს პირი წინა სამუშაო დღის ბოლომდე. 8 იანვრის წინა დღე არის 7 იანვარი - შობა და უქმე დღეა. შესაბამისად, პარასკევს, ანუ დღეს უნდა მოხდეს გიგის გათავისუფლება. კანონის ლოგიკა ასეთია. მკაფიო ჩანაწერია ეს’’, - აცხადებს ადვოკატი.
მისი თქმით, გიგი უგულავას მიერ საპატიმროს დატოვების გადაწყვეტილება თავად სასჯელაღსრულების დაწესებულებამ უნდა მიიღოს. ადვოკატის განცხადებით, მსჯავრდებულმა დაწესებულება დღეს 00:00 სააათამდე უნდა დატოვოს.
ე.წ. მატროსოვის ციხესთან უკვე შეკრებილები არიან გიგი უგულავას ოჯახის წევრები და მისი თანაპარტიელები ნაციონალური მოძრაობიდან. ისინი ელოდებიან, თუ როდის დატოვებს გიგი უგულავა საპატიმრო დაწესებულებას.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


