პოლიტიკა
გიგი უგულავა ,,ქართული ოცნების“ მაჟოროტარ დეპუტატს სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გუშინ ვანის რაიონის „ენერგო პროს“ უბნის მენეჯერი და ამავდროულად სოფელ დიხაშხოს „ქართულ ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ლორთქიფანიძე ვანის რაიონის მცხოვრებ მამა-შვილ თენგიზ და მირზა ბელთაძეებს უკანონოდ სამსახურებრივი მდგომაროების ბოროტად გამოყენებით დაემუქრა.
"შალვა ლორთქიფანიძემ ბელთაძეებს მიმართა: "რით ვერ ისწავლეთ ჭკუა, სად უნდა დადგეთ, თუ არ იცით, განახებთ იმას, რომ მრიცხველის არშეცვლის გამო 3 ათას ლარიან ჯარიმას გამოგიწერთ". მირზა ბელთაძემ ოფიციალურად მოსთხოვა, რომ "ენერგო პროს" ეს მოთხოვნა წერილობით მოეწერა, ვინაიდან არც მას და არც სხვა ობიექტების მქონე ადამიანებს მსგავსი მოთხოვნა "ენერგო პროსგან" არ მისვლიათ, არც წერილობით და არც სიტყვიერად მათ შორის , ამ ბატონის მეშვეობით,“- განაცხადა გიგი უგულავამ.
,,ევროპული საქართველოს“ წევრი ჩეხურ კომპანია „ენერგო პროსგან“ მომხდარ ფაქტზე დროულ რეაგირებას ითხოვს.
„ეს კომპანია არის ევროკავშირში რეგისტრირებული და მე მათთან მაქვს საქმე; ვინაიდან მათი წარმომადგენელი, რაიონში მესამე თანამდებობის პირი თავს უფლებას აძლევს და იმის მაგივრად, რომ დენი შეუფერხებლად მიაწოდოს მოსახლეობას, ბოროტად იყენებს კომპანიაში მის მდგომარეობას საკუთარი და ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკური მიზნებისთვის. ამ შემთხვევაში მე საქმე არ მაქვს „ქართულ ოცნებასთან,“ მას ჩვენ არჩევნებით დავამარცხებთ, მაგრამ ენერგოკომპანიამ, რომელიც ევროკავშირში რეგისტრირებულია, უმწვავესი რეაქცია უნდა მისცეს ამას,“- აღნიშნა უგულავამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


