პოლიტიკა
გიგი უგულავა და მიხეილ სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად ერთმანეთს შეხვდნენ
ჰელსინკიში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ. მათი საუბრის მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნები იყო, კერძოდ, მათ იმის შესახებ იმსჯელეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ერთიანი ძალებით მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება.
„მნიშვნელოვანია რომ ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე ვხვდებით, იმიტომ რომ ევროპის სახალხო პარტიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის" დაახლოებაში, საერთო პლატფორმის შექმნაში. მე გიგის მადლობა ვუთხარი მართლა ძალიან მაგარი პოზიციის გამოხატვისთვის, ახლა რაც გააკეთა გიგიმ და სხვა ლიდერებმა, ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურის ბოლომდე დამკვიდრება საქართველოში. მათ ჰყავთ ძალიან ბევრი აქტივისტი, მათ ჰყავთ ძალიან ბევრი გულწრფელი მომხრე და ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ჩვენ გვაქვს ერთი სამიზნე, ჩვენ გვყავს ერთი მტერი და ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყანა გადასარჩენი. ახალი ერთობა იქმნება, ბევრად უფრო ფართო ვიდრე ეს ორი პარტია, ბევრად უფრო ფართო ვიდრე ჩვენი ურთიერთობებია“, - განაცხადა სააკაშვილმა.
გიგი უგულავას თქმით, გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტი უნდა გახდეს.
„გრიგოლ ვაშაძე უნდა გახდეს პრეზიდენტი და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ რიგგარეშე პროპორციული არჩევნები ჩატარდეს ქვეყანაში, იმიტომ რომ რეალური ძალა აქვს პარლამენტს. დეოლიგარქიზაცია ქვეყნის ახლა უნდა დაიწყოს საპრეზიდენტო არჩევნებით. შემდეგ უკვე რეალური ძალაუფლება უნდა განსაზღვროს ხალხმა, იმას უნდა მიანიჭოს, ვისაც ეს ეკუთვნის, ანუ იმ პროპორციით, რა პროპორციითაც ხალხი აირჩევს თავის მთავრობას“, - განაცხადა უგულავამ შეხვედრის შემდეგ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


