სამართალი
გიგა ბოკერიასა და პროკურორ ზვიად ფხაკაძეს შორის შელაპარაკება მოხდა
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ,,ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიასა და პროკურორ ზვიად ფხაკაძეს შორის შელაპარაკება მოხდა.
ბოკერიამ ფხაკაძეს მოუწოდა კამათსა და პოლიტიკურ დებატებში არ შევიდეს და მხოლოდ კომისიის წევრების კითხვებს გასცეს პასუხი.
„მოთმინება, აქ თქვენ ხართ დაკითხვაზე. ვინც კითხვას გისვამთ ის უნდა დააკმაყოფილოთ ან არ დააკმაყოფილოთ. თუ თქვენ უკმარისობის გრძნობა გექნებათ, გაქვთ მერე ბრიფინგის ჩატარების საშუალებაც. აქ პოლიტიკურ დებატებში შესვლა და შეფასება როგორ იმუშავეთ,…ნუ მაწყვეტინებთ, მოთმინება-მეთქი თუ შეიძლება. ვერ მისმენთ, ვერ იკავებთ თავს და პატივი ეცით კომისიას.
სამუშაო რეჟიმი გულისხმობს, რომ თქვენ გისვამენ კონკრეტულ კითხვას, თქვენ პასუხობთ - კი ან არა. მერე ვინც კითხვა დაგისვათ, იმის საქმეა თავისვე დროის ლიმიტში შემდეგ კითხვაზე გადავა თუ არა. საზოგადოება განგვსჯის, დამაჯერებელია თუ არა პასუხი, რომ კამერას სანამ ამოვიღებდით და ვნახავდით, რა ვიცოდით ზედ რა იყოო, ეს რამდენად დამაჯერებელია მერე ვნახავთ. აქ ნუ გვითრევთ პოლიტიკურ დებატებში. თქვენი შეფასებები და მორალის კითხვა რას მოიტანდა, არ გვაინტერესებს ჩვენ. გაეცით პასუხი კითხვებზე და მერე თუ დაგრჩებათ უკმარისობის გრძნობა, არავინ ზღუდავს თქვენი სიტყვის თავისუფლებას ამ კომისიის გარეთ ან სხვა კომისიის წევრებისთვის კითხვებზე პასუხების გაცემისას. გასაგებია თქვენთვის? იყავით ჩუმად, როცა არ გისვამენ კითხვას“, – განაცხადა ბოკერიამ პროკურორ ზვიად ფხაკაძის მისამართით.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


