პოლიტიკა
გიდასტურებთ, რომ წერილი მივიღეთ გახარიასგან - მამუკა ხაზარაძე
“ორი საკითხი იყო: ერთი სად არის დედანი, მეორე – ვინ არის შუამავალი. დედანი პროკურატურაშია, როგორც კი დაიწყება გამოძიება, შუამავალიც დასახელდება,“– ამის შესახებ ჟურნალისტებს მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურასთან განუცხადა, სადაც ადვოკატთან, ზვიად კორძაძესთან ერთად მივიდა და ე.წ. მუქარის წერილის დედანი, ასევე ექსპერტიზის პასუხები ჩააბარა.
„გიდასტურებთ, რომ წერილი მივიღეთ გახარიასგან. შესაბამისად, არასდროს გვითქვამს, ვის მიერ არის დაწერილი. ერთ წელი დარჩა ამ პროკურატურას, რომლის შენობის დემონტაჟს გავაკეთებთ ერთი წლის მერე თავის შემადგენლობიანად,რათა საქართველოში დამყარდეს წესიერი მართლმსაჯულება და არა მოსყიდული და არა ვიღაცაზე მომუშავე პროკურორები. შესაბამისად, დაველოდოთ გამოძიებას. მე, მათგან განსხვავებით, დავიცავ უდანაშაულობის პრეზუმფციას. მივენდოთ ე.წ. გამოძიებას, რომლის იმედი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ კანონის შესაბამისად მივყვებით ყველა ქმედებას. ორი საკითხი იყო: ერთი სად არის დედანი, მეორე – ვინ არის შუამავალი. დედანი პროკურატურაშია, როგორც კი დაიწყება გამოძიება, შუამავალიც დასახელდება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


