პოლიტიკა
გია ვოლსკი, ოპოზიციური პარტიების მიერ საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას, საბოტაჟს უწოდებს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი შეფასებით, ოპოზიციური პარტიების მიერ საკონსტიტუციო კომისიის დატოვება „საბოტაჟია“.
ვოლსკიმ აღნიშნა, რომ თემების დიდ ნაწილზე კომისიაში უკვე შეთანხმდნენ.
„მე მაინც საბოტაჟს დავარქმევდი ამ კომისიაში მუშაობის შეწყვეტას, თუმცა 95% საკითხებისა შეთანხმებულია და გავლილია. რამდენიმე პრინციპული თემა არის დარჩენილი“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ვოლსკის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კომისიის მუშაობის შედეგის საბოლოო ვარიანტი საზოგადოებისთვის იყოს მიწოდებული, რადგან მისი მოსაზრება იქნება გადამწყვეტი.
შეგახსენებთ, რომ დღეს კომისია ოფიციალურად დატოვეს პარტიებმა „ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“. გუშინ საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტი გამოუცხადა 15 კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის საკოორდინაციო საბჭომ. 13 აპრილს კომისია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დატოვა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


