კომენტარი
გია ხუხაშვილი - ლევან იზორიაზე: ფსევდომუნდირის დაცვა არ ტოვებს მასზე, როგორც ადამიანზე მაინდამაინც პოზიტიურ შთაბეჭდილებას
ექსპერტი გია ხუხაშვილი კრწანისის ეროვნულ საწვრთნელ ბაზაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებას აფასებს.
როგორც ხუხაშვილმა ,,რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება არანაირი საფრთხის შემცველი არაა, მაგრამ მასზე, როგორც ადამიანზე, კარგ შთაბეჭდილებას არ ტოვებს.
,,აქ საფრთხეებზე არ არის საუბარი. აქ საუბარია ელემენტარულ ჰუმანიტარულ აზროვნებაზე. მას უნდა გაეცნობიერებინა, რომ საქმე გვქონდა ტრაგედიასთან ორ ოჯახში - როგორც მოკლულის, ასევე მკვლელის ოჯახთან გვქონდა საქმე და პირდაპირ დიაგნოზის დასმა და ხელების დაბანვა ერთგვარი, რომ ჩვენ ყველაფერი კარგად გავაკეთეთ და არაფერ შუაში არ ვართ - მინისტრის მხრიდან ცხელ გულზე ასე უცბათ გამოცხობილი განცხადება, ჩემში არასასიამოვნო ასოციაციებს იწვევს.
ჯერ გამოძიება უნდა ჩატარდეს. ჩვენ არ ვიცოდით და ახლაც არ ვიცით რა მოხდა და როდესაც იწყებ ფსევდო მუნდირის დაცვას, ეს არ ტოვებს მასზე, როგორც ადამიანზე მაინდამაინც პოზიტიურ შთაბეჭდილებას.თორემ ამით სისტემურად არაფერი არ დაშავებულა“, - განაცხადა ხუხაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს საყოფაცხოვრებო ტიპის ტრაგედიაა და მისი პოლიტიკურ ასპექტში აყვანა არამართებულია.
მარი ნამგალაძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


