სამართალი
გია გვიჩიანმა შესაძლოა სახელმწიფოსგან კომპენსაცია მოითხოვოს
„ეი-ი-ეს თელასის“ ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობაში გამართლებულმა გია გვიჩიანმა შესაძლოა სახელმწიფოსგან კომპენსაცია მოითხოვოს.
”საქართველოს კონსტიტუციაში გარანტირებულია ზიანის ანაზღაურება. ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით გამოყოფილია არც ისე პატარა თანხა ზიანის ასანაზღაურებლად. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს”, - განუცხადა ჟურნალისტებს გვიჩიანმა.
შეგახსენებთ, რომ „ეი-ი-ეს თელასის“ ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულები გია გვიჩიანი და ნიკოლოზ ჩემია სააპელაციო სასამართლომ დღეს გაამართლა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს გვიჩიანისა და ჩემიას განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით დაახლოებით 2 თვის წინ მიმართა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველი ის გამოძიება გახდა, რომელიც საგამოძიებო უწყებაში ხელახლა ჩატარდა.
2006 წლის 15 აგვისტოს ”ეი-ი-ეს თელასის” ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე გია გვიაჩიანს და ნიკა ჩემიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. ნიკა ჩემიამ და გიორგი გვიჩიანმა დანაშაული არ აღიარეს, მათ უვადო პატიმრობა მიესაჯათ. მოგვიანებით პატიმრობა 20 წლით განისაზღვრა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


