უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

21 თებერვალი, 2017 15:30
font-size

გია გვიჩიანის გათავისუფლება უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში - გელა ნიკოლეიშვილი

“გია გვიჩიანის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების სანაცვლოდ, ნოდარ გვიჩიანმა თავისუფლება მიიღო”,-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პატიმრობიდან გათავისუფლებული გია გვიჩიანის ადვოკატმა, გელა ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

ნიკოლეიშვილმა ნიკა ლომინაძის მკვლელობის ფაქტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თერთმეტი წლის მანძილზე, ძიების პროცესში, გამოიკვეთა, რომ გვიჩიანს და ლომინაძეს ერთმანეთთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ.

„ოჯახისთვის ძნელი დასაჯერებელია იმ რეალობის წინაშე დადგომა, რომ მკვლელი დღემდე დაკავებული არ არის. სამწუხაროდ, ნიკა ლომინაძის მამამ ხელი შეუწყო გამოძიებას, რომ მცდარ კვალზე დამდგარიყო. 2006 წელს დააპატიმრეს პომპეზურად გია გვიჩიანი და ამის შემდეგ, პროკურატურა ეუბნება გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, რომ დავაპატიმრეთ მკვლელები და მოტივი არ გვაქვს, ამიტომ უნდა დაგვეხმაროთ ამაში და 4 წლის შემდეგ რატომღაც მთელმა ოჯახმა გაიხსენა, რომ ნიკა ლომინაძე გვიჩიანის გვარს ახსენებდა. ეს პროკურატურამ გადააგდებინა ძაფი ოჯახს“, – განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა.

გელა ნიკოლეიშვილი იმ მცდარ გამოძიებაზე საუბრობს, რომელიც წლების მანძილზე საქმის ირგვლივ მიმდინარეობდა. მან ნოდარ გვიჩიანის დაკავების საქმეც გაიხსენა და ორ შემთხვევას შორის პარალელებზე ისაუბრა.

მისი თქმით, დაკავებული ნოდარ გვიჩიანი პროკურატურას თურქი ბიზნესმენის მკვლელობისთვისაც უნდა გაესამართლებინა, თუმცა როგორც ნიკოლეიშვილი იხსენებს, ნოდარ გვიჩიანმა გია გვიჩიანის საწინააღმდეგო ჩვენებაც მისცა, რის სანაცვლოდაც მას შეღავათები შეეხო.

„რამდენიმე ხანში დააკავეს ნარკოტიკებისთვის ნოდარ გვიჩიანიც, გიას და ნოდარის არანაირი კონკრეტული შეხება ერთმანეთთან არ ჰქონიათ. ახალი შემოსული იყო იმ დროს საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი, რის საშუალებითაც პატიმარი შეღავათით სარგებლობდა. ნოდარ გვიჩიანი სთავაზობს პროკურატურას, რომ მე გაგახსნევინებთ საქმეს და შეღავათი გამიწიეთო. ნოდარ გვიჩიანმა გაახსნევინა წლების წინ თბილისში მომხდარი თურქი ბიზნესმენის მკვლელობა, ეს მოხდა 1996 წელს. მოგვიანებით, ნოდარ გვიჩიანმა პროკურატურას განუცხადა, რომ მას შეუკვეთეს ნიკა ლომინაძის მკვლელობაც. საქმეზე დაიწყო მოკვლევის ჩატარება. თავიდან გია გვიჩიანს არ ასახელებდა ნოდარ გვიჩიანი, მოგვიანებით, ნოდარ გვიჩიანმა აღნიშნა, რომ მკვლელობა დაუკვეთა გია გვიჩიანმა, მან გია გვიჩიანის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების სანაცვლოდ, თავისუფლება მიიღო და მხოლოდ 500 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა“, – განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა.

ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, რომ თურქი ბიზნესმენის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კიდევ სამ პიროვნებას პატიმრობის დროს შეღავათი გაეწია. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში გია გვიჩიანის გათავისუფლებით უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა.

„ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევაა, რაც გუშინ მოხდა – გათავისუფლდა უკანონოდ დაკავებული ადამიანი. საქართველოში ადამიანები უკვე ელოდებიან რეალურ სამართალს. უცხოეთში ყოფილა შემთხვევები, როცა სიკვდილმისჯილებსაც კი ათავისუფლებდნენ, როცა მათი უდანაშაულობა მტკიცდებოდა“,-განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი