სამართალი
გია აბდალაძეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა - ადვოკატი
ე.წ ფოტოგრაფების საქმზე დღეს ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმე დაიკითხა.
ჩვენება მისცა, 2011 წელს დაკავებული ერთ-ერთი ფოტოგრაფის, გია აბდალაძის ყოფილმა ადვოკატმა ვლადიმერ მაჭარაშვილმა.
როგორც მაჭარაშვილმა მედიას განუცხადა, დაკითხვაზე მან გაიხსენა, რომ თავის დროზე აბდალაძესთან საპატიმრო დაწესებულებაში რამდენჯერმე იყო ნამყოფი.
„მისი ადვოკატი ვიყავი. მას რამდენჯერმე საპატიმრო დაწესებულებაში შევხვდი. იგი აცხადებდა, რომ იყო უდანაშაულო, იგი იყო ძალიან მხნედ და აპირებდა ბოლომდე მიყოლოდა საქმეს და დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა. თუმცა, უკვე მომდევნო შეხვედრებში იგი იყო უკვე „გატეხილი“ და საუბრობდა ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, რომელიც მასზე ხორციელდებოდა. ზეწოლა მრავალგზის ხორციელდებოდა“,-აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე, ბრალდებულია კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი და გლდანის #8 საპყრობილის ყოფილი უფროსი ალექსანდრე მუხაძე.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


