სამართალი
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან მოკლე დროში იქნება გამოკვეთილი ყველაფერი - დოდო გუგეშაშვილი
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან მოკლე დროში იქნება გამოკვეთილი ყველაფერი. ინტენსიურად მუშაობენ და უამრავი ვერსია გამორიცხვის მეთოდით იხილება, - განუცხადა ჟურნალისტებს დოდო გუგეშაშვილმა შსს-დან გამოსვლის შემდეგ.
მისი თქმით, დღეს საგამოძიებო ორგანოში სხვა საქმეზე დაიბარეს. ის სამინისტროში საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ხარვეზის გამო იმყოფებოდა.
როგორც გუგეშაშვილმა აღნიშნა, როდესაც ის ორჯერ დაბრუნდა უკრაინიდან საქართველოში, საზღვრის კვეთისას დაფიქსირდა რომ საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა.
საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე, გუგეშაშვილი ვარაუდობდა, რომ გამოძიება მას შვილის მკველელობასთან დაკავშირებით მიაწვდიდა ინფორმაციას.
დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს, დიღმის მასივში მოხდა, რა დროსაც თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილი კი ადგილზე დაიღუპა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


