უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 ოქტომბერი, 2025 18:00
font-size

„ღამის სერენადების“ დასკვნით კონცერტებს თბილისმა უმასპინძლა

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის, „ღამის სერენადების“ პირველმა თბილისურმა კონცერტმა სახელმწიფო კონსერვატორიაში ანშლაგით ჩაიარა. მასში მონაწილეობა მიიღეს ვენეციის სახელმწიფო დიდი თეატრის -- „la Fenice” -- მუსიკალურმა დირექტორმა და უკვე „ღამის სერენადების“ მთავარმა დირიჟორმა ბეატრიჩე ვენეციმ, ვირტუოზმა მევიოლინემ, ვერიკო ჭუმბურიძემ და ფესტივალის საბაზო ორკესტრმა -- „საქართველოს ვირტუოზები“ (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე).

შესრულდა იოჰანეს ბრამსისა და პეტრე ჩაიკოვსკის ნაწარმოებები.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ბეატრიჩე ვენეციმ განაცხადა, საქართველოში თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.

„საქართველო ძალიან მიყვარს. ბედნიერი ვარ ასეთ ხალხთან და მუსიკოსებთან ურთიერთობით. ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო იმ ფესტივალის მთავარი დირიჟორი, რომელიც ლიანა ისაკაძის სახელს ატარებს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ღონისძიების სამხატვრო ხელმძღვანელს, გიორგი ისაკაძეს ამ შემოთავაზებისათვის!“ -- აღნიშნა ბეატრიჩე ვენეციმ.

ვერიკო ჭუმბურიძის განცხადებით, ფესტივალში მონაწილეობა მისთვისაც დიდი პატივია.

„მუდამ სულმოუთქმელად ველი საქართველოში ჩამოსვლას, რათა ამ ფესტივალში მივიღო მონაწილეობა. განსაკუთრებულად ვემზადები სცენაზე გამოსასვლელად, რადგან მიმაჩნია, რომ ამ კონცერტებზე ქალბატონი ლიანა ჩვენთან ერთადაა და ყველა ნაწარმოები, რომლებსაც ვასრულებ, მას ეძღვნება“, -- აღნიშნა ვერიკო ჭუმბურიძემ.

ღონისძიებაზე იმყოფებოდა იტალიის საგანგებო და სრულუფლებანი ელჩი სქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მისი თქმით, იტალიის საელჩო საქართველოში აქტიურად უჭერს მხარს იტალიური კულტურისა და იტალიელი შემსრულებლების პოპულარიზაციას.

“უკვე მრავალი წელია, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოში მოქმედ კულტურულ ფესტივალებთან, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან მუსიკალურ ფესტივალთან, როგორიცაა "ღამის სერენადები”. ჩვენი ვარსკვლავი ბეატრიჩე ვენეცი უკვე მესამედ ესტუმრა საქართველოს. ის თქვენს ქვეყანაზეა შეყვარებული. არასდროს უნდა დავივიწყოთ ისეთი დიდი ადამიანი, ვის სახელსაც ეს ფესტივალი ატარებს. ასეთი კულტურული ურთიერთობები იმ მეგობრობის გამოხატულებაა, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება”, -- განაცხადა მასიმილიანო დ’ანტუონომ.

“ღამის სერენადების” დასკვნითი საღამო კი თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. აქ საქართველოში პირველად წარმოდგენილი იყო პროექტი „Astor”, სადაც ლეგენდარული არგენტინელი კომპოზიტორისა და ბანდონეონისტის, ასტორ პიაცოლას უკვდავი ნაწარმოებები შესრულდა. კონცერტმა დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ფესტივალი "ღამის სერენადები" 20 აგვისტოს ბორჯომში გალა-კონცერტით გაიხსნა. 22, 24 და 26 აგვისტოს კი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში გაგრძელდა.

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია “არტ ალიანსი”, ფესტივალის დირექტორი – ნინა ცაგარელი, 2018 წლიდან ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია გიორგი ისაკაძე – მუსიკოსი და პედაგოგი, ლიანა ისაკაძის ძმისშვილი.

“ღამის სერენადების” მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, სიიპ „შემოქმედებითი საქართველო“, აჭარის კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია, ბათუმის მერია, ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში.

ფესტივალის პარტნიორია თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი”.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "ღამის სერენადები" მსოფლიოში სახელგანთქმულმა მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ 1982 წელს აფხაზეთში დააარსა. ის ჩვენი ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ტრადიციული ფესტივალია.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი