პოლიტიკა
გერმანული მხარის გადაწყვეტილებით თავშესაფრის მაძიებელთა განხილვის პროცედურები საგრძნობლად შემცირდება - ვახტანგ მახარობლიშვილი
„გერმანულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ის ფაქტი, რომ თავშესაფრის მაძიებელთა თითქმის 100 %-ს ეძლევა უარყოფითი დასკვნა და ფაქტიურად თავშესაფრის მომთხოვნი ყველა ადამიანი გამოიგზავნება უკან საქართველოში, გამომდინარე იქიდან რომ საქართველო გერმანული მხარის მიერ მიჩნეულია, დე ფაქტოდ, როგორც უსაფრთხო ქვეყანა. შეხვედრაზე აღინიშნა ის მნიშვნელოვანი მომენტიც, რომ გერმანულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავშესაფრის მაძიებელთა განხილვის პროცედურები იქნება საგრძნობლად შემცირებული“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა გერმანიის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდგომ განაცხადა.
როგორც ვახტანგ მახარობლიშვილმა აღნიშნა საქართველო განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას ევროპელ კოლეგებთან და პარტნიორებთან ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საკითხზე. მინისტრის მოადგილის განცხადებით გერმანიის შს ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა აღნიშნული მიმართულებით კიდევ უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის საკითხები.
გერმანიის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები უმაღლესი თანამდებობების პირებთან.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


