პოლიტიკა
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის საკითხებში არჩილ ტატუნაშვილის საკითხს გამოეხმაურა
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა.
აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა ანდრეას პეშკემ საკუთარი ტვიტერის გვერდზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის/ევროპული სამეზობლოს პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში სპიკერის განცხადებას გამოეხმაურა.
“ჩვენ ვიზიარებთ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის სპიკერის შეშფოთებას სამხრეთ ოსეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან და საქართველოს მოქალაქის ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით და ვუერთდებით მის მოწოდებას გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად დამატებითი ღონისძიებების გატარების შესახებ“ – ნათქვამია ანდრეას პეშკეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


