პოლიტიკა
გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა, საქართველო შეიყვანოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში - ნათია მეზვრიშვილი
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საქართველოსა და გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეეყვანა.
მისი თქმით, უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას ჰყავს, რაც ხელს უწყობს ქართველი თავშესაფრის მაძიებელთა შემცირებას.
„თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირების მიზნით, შსს-მ საკმაოდ აქტიური ქმედებები განახორციელა. უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს შეყვანის მნიშვნელობაზე შს მინისტრმა გერმანიის შს მინისტრთან შეხვედრის დროს ისაუბრა. ამ შეხვედრიდან ძალიან მოკლე დროში გერმანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო შეიყვანოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში. ამ სიაში საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას ჰყავს და ეს მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის შემცირებას. ტენდენცია კლებისკენ მიემართება და უფრო მეტი პროგრესისთვის ვმუშაობთ, მათ შორის ჩვენი ატაშეების მეშვეობით“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადებას ითვალისწინებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


