პოლიტიკა
გერმანიასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს - ლევან იზორია
გერმანიასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
ლევან იზორიამ თავდაცვის სფეროში გერმანიის კონტრიბუციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ გერმანიასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს. გერმანული სარდლობის ქვეშ, ერთგულად ვახორციელებთ საერთაშორისო მისიას ავღანეთში. სულ რაღაც სამი კვირის წინ, გერმანიის გენშტაბის ხელმძღვანელთან ერთად მოვინახულე როგორც გერმანელი, ისე ქართველი სამხედროები.
ჩვენ წელს ვიღებთ დახმარებას კონტრმობილურობის გაძლიერების კუთხით. აქ გერმანია იქნება ლიდერი ქვეყანა. ეს დიდ ფინანსურ დახმარებასაც გულისხმობს. ჩვენ პირველ დახმარებას წელს მივიღებთ. ასევე, გერმანია არის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ნდობის ფონდში, რომელიც სწორედ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების მიზნითაა შექმნილი. გერმანიის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერაა.
როდესაც ჩვენ „ღირსეული პარტნიორის“ მრავალეროვნული წვრთნები დავხურეთ, აღვნიშნე გერმანიის განსაკუთრებული კონტრიბუცია, რაც გამოიხატა გაზრდილ ცოცხალ ძალაში და სამხედრო ტექნიკის რაოდენობაში. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, ნატო-ს ფორმატში ორმხრივი ურთიეთრობისა, ასევე მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს მრავალმხრივ სწავლებებში გერმანიის თანამონაწილეობის თვალსაზრისით.
22 აგვისტოს ვგეგმავ ვესტუმრო გერმანიაში ჩვენს სამხედროებს, რომლებიც წინამოსამზადებელ ეტაპს გადიან ავღანეთში მისიის შესრულებამდე. სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში ოფიციალურ ვიზიტს ვგეგმავ გერმანიაში.
სტრატეგიულ დონეზეც თანამშრომლობის დინამიკა ძალიან ინტენსიურია. გასულ წელს, საქართველოში პირველად იყო გერმანიის თავდაცვის მინისტრი, მექნება შესაძლებლობა წელსაც შევხვდე“, - განაცხადა იზორიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


