პოლიტიკა
„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართეს.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ლიდერებმა შეხვედრა გამართეს გერმანიის ბუნდესტაგის წევრთან, გერმანია–სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილესთან დანიელ კიოლბლთან. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს ლევან ხაბეიშვილის, მიხეილ სააკაშვილის და პოლიტპატიმრების დაკავებაზე, უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე.
შეხვედრა გაიმართა ასევე ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა და ევროკავშირის კომიტეტის წევრთან, კნუტ აბრაჰამსთან, სადაც ისაუბრეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის აბსურდულ დაკავებაზე, მიხეილ სააკაშვილზე, პოლიტპატიმრებზე და უვიზო მიმოსვლაზე.
ამავე საკითხზე შეხვედრა შედგა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარესთან, ბუნდესტაგის წევრთან, ფრანკ შვაბესთან.
„დღევანდელ შეხვედრებზე გერმანიის ბუნდესტაგში, ისევე როგორც საგარეო უწყებაში დავრწმუნდი, რომ კანცლერი მერცი, რომელსაც ცოტახნის წინ შევხვდი, ნამდვილად გულისხმობდა სიტყვებს, რომ განსხვავებულ გერმანიას ვიხილავდით მისი კანცლერობის პერიოდში. სწორედ გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა მათ შორის იმისთვის, რომ საქართველო გადარჩეს, როგორც სახელმწიფო და ჩვენი ევროპული მომავალი გადარჩეს და რომ არ მოხდეს მილიონობით საქართველოს მოქალაქის სანქცირება ანუ უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რაც რეალური საფრთხეა დღეს. ჩვენ ვმუშაობთ ბერლინში, ისევე როგორც ბრიუსელში გუშინ როდესაც ევროკომისიას და საგარეო უწყებას ვხვდებით, რომ სანქცირება და უვიზოს შეჩერება მოხდეს კონკრეტულად მიზნობრივად ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე და სისტემის თანამონაწილეებზე. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა დაკარგონ ეს დიდი პრივილეგია. ამაზე უნდა ვიმუშაოთ და ძალიან მალე დარწმუნებული ვარ, რომ საგარეო და შიდა წნეხის მეშვეობით საქართველოში რეჟიმი შეიცვლება და ბერლინში ვივლით არა სანქციებზე სასაუბროდ, არამედ იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა შევიყვანოთ ევროკავშირში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


