პოლიტიკა
გეოპოლიტიკური გამოწვევების, საგარეო შოკების და ტურბულენტობის მიუხედავად, ქვეყანაში შექმნილმა მაკროეკონომიკურმა სტაბილურობამ და მშვიდობამ უზრუნველყო ჩვენი ეროვნული ვალუტის სიმყარე - ირაკლი კობახიძე
გეოპოლიტიკური გამოწვევების, საგარეო შოკების და ტურბულენტობის მიუხედავად, ქვეყანაში შექმნილმა მაკროეკონომიკურმა სტაბილურობამ და მშვიდობამ უზრუნველყო ჩვენი ეროვნული ვალუტის სიმყარე, ჩვენი სავალუტო ბაზარი არის მდგრადი რყევების მიმართ, რაც ლარის მიმართ საზოგადოების ნდობას კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი ორიენტებულია კონკურენციის და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობაზე, გაზრდილია ბიზნეს სესხების რაოდენობა, რაც მეტ ინვესტიციას, ადგილობრივი ბიზნესის ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ნიშნავს.
„ქართული საბანკო სისტემა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია და წლიდან წლამდე ვითარდება, სისტემის აქტივები თითქმის 100 მილიარდ ლარს აღწევს, რაც აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის მაჩვენებელზე მაღალია.
ეროვნული ბანკი და მთელი საფინანსოს სისტემა მტკიცედ იცავენ საერთაშორისო სანქციების, რაც ცალკე აღნიშვნის ღირსია, ასევე იცავენ ადგილობრივ კანონმდებლობას. საქართველოს საფინანსო სექტორის მხრიდან საერთაშორისო სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ეროვნული ბანკის რეგულაციები და საზედამხედველო ჩარჩო სრულ თანხვედრაშია მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან. რა თქმა უნდა, ამ წარმატებებში საფინანსო სექტორის როლი ფასდაუდებელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკის საბჭოსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკის საბჭოს, განსაკუთრებული მადლობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ნათია თურნავას, სწორედ მათი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს ქართული ლარი არის სტაბილური, ჩვენი ეროვნული ვალუტა არის მყარი, რაც ხელს უწყობს ჩვენი ეკონომიკური სისტემის განვითარებას. მინდა, მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ეძღვნება ლარის 30 წლოვან იუბილეს და მინდა, გისურვოთ ყველას წარმატებები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


