უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

3 აგვისტო, 2018 16:10
font-size

გენგემის მიხედვით, უფლებრივი ზონირების ნაწილში სარეკრეაციო ზონები, ლანდშაფტური სარეკრეაციო ზონები საცხოვრებელი ზონებით არის შეცვლილი - ლილე ლიპარტელიანი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლილე ლიპარტელიანის განცხადებით, თბილისის განვითარების გენერალურ გეგმის უფლებრივი ზონირების ნაწილში სარეკრეაციო და ლანდშაფტური სარეკრეაციო ზონები, საცხოვრებელი ზონებით არის შეცვლილი, რასაც ოპოზიცია არ იზიარებს.

როგორც ლიპარტელიანმა განაცხადა, პრობლემის მოსაგვარებლად თბილისის მერია არაფერს აკეთებს.
მისივე თქმით, დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, შესაძლოა, სასტუმრო აშენდეს.

„წარმოდგენილი გენერალური გეგმის კონცეფციას აბსოლუტურად ვეთანხმებით, თუმცა ეს კონცეფცია არის, 1:10 000-ის მასშტაბით და შესაბამისად, გენერალური გეგმის ჯგუფი ამ წარმოდგენილ გენგეგმას ვერ ასახავს რუკაზე. სამი წელია მიმდინარეობს მუშაობა გენერალურ გეგმაზე და მერიას ამ დროის განმავლობაში არც ინვენტარიზაცია, არც თემატური რუკები, არც ტაქტიკური რუკები არ აქვს გაკეთებული. შესაბამისად, არსებობს ის პრობლემა, რომ უფლებრივი ზონირების ნაწილში სარეკრეაციო ზონები, ლანდშაფტური სარეკრეაციო ზონები, საცხოვრებელი ზონებით არის შეცვლილი და ამ წუთამდეც განხილვა ისე მიმდინარეობს, რომ მერია აბსოლუტურად არაფერს აკეთებს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, თუ რა თქმა უნდა, შეგნებულად არ არის გაკეთებული.

მაგალითისთვის მოვიყვან დიღმის ტყე-პარს, რომელსაც გარემოს დაცვის სპეციალური ზონის სტატუსი ედო აქამდე და ამ წუთას სარეკრეაციო ზონა 2 ადევს, რაც გულისხმობს იმას, რომ სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე, იქ, შესაძლოა, სასტუმრო აშენდეს. ეს, რა თქმა უნდა, არც ერთ თბილისელს არ მოეწონება“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი