სამართალი
გენერალურ პროკურორთან შეხვედრას მოვითხოვთ - ზაზა სარალიძე
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეიდან მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.
ზაზა სარალიძე აპირებს, მისი შვილის მკვლელობის საქმის მტკიცებულებებს და მასალებს გაეცნოს.
ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე, მიმართავს უწყებებს, რათა დაინიშნოს შესაბამისი შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც, მას მისთვის საჭირო სრულ ინფორმაციას მიაწვდიან.
„დღეიდან აქტიურად ჩავერთვები ამ პროცესში, ოფიციალურად მივმართავთ, რა ხდება ამ ეტაპზე ამ საქმეზე. გენერალურ პროკურორთან შეხვედრას მოვითხოვთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას რაც შეეხება, დაველოდოთ სასამართლო პროცესების დასრულებასო, ეს არ არის სწორი. არც ერთი მოსამართლე არ არის ვალდებული, ახალი ფიგურანტი შეიყვანოს საქმეში. აქციებიც გრძელდება“, – აცხადებს ზაზა სარალიძე.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


