უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 თებერვალი, 2017 14:15
font-size

გენერალი ბენ ჰოჯესი საქართველოს თავდაცვის უწყების ტრანსფორმაციას მიესალმება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაბა ჰოჰენფელზში, აშშ-ის ევროპის სარდლობის მე-7 არმიის საწვრთნელ ბაზას ესტუმრნენ.

დელეგაციას აშშ-ის არმიის ევროპული ჯარების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა და საწვრთნელი ბაზის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ანტონიო აგუტომ უმასპინძლეს.

ოფიციალური ცნობით, ამერიკელ გენერლებთან შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში აშშ-ის ევროპის სარდლობის მნიშვნელოვან წვლილზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში გაფორმებული სამწლიანი თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტი ორმხრივი თანამშრომლობის გრძელვადიან ამოცანებს განსაზღვრავს და მტკიცე თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას შეუწყობს ხელს.

ამერიკელ გენერლებთან შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში აშშ-ის ევროპის სარდლობის მნიშვნელოვან წვლილზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში გაფორმებული სამწლიანი თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტი ორმხრივი თანამშრომლობის გრძელვადიან ამოცანებს განსაზღვრავს და მტკიცე თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას შეუწყობს ხელს.

მხარეებმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ამოქმედების გეგმებიც განიხილეს, რაც საქართველოში ჰოჰენფელზის მსგავსი საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს. მზადყოფნის პროგრამის შემდგომი დეტალების შესაჯერებლად კი, საქართველოს უახლოეს მომავალში ამერიკელი გენერალი ესტუმრება.

„გენერალ ჰოჯესთან ერთად განვიხილეთ ამბიციური გეგმები, რომელიც ამ წლის ფარგლებში უნდა განვახორციელოთ. ეს ეხება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ამოქმედებას, რომელიც ითვალისწინებს ჰოჰენფელზის მსგავსი საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად საქართველოში. ეს დღე მართლაც ისტორიულია. ჩვენ ამ პროგრამის დეტალები განვიხილეთ, შევჯერდით და ახლო მომავალში საქართველოში ველოდებით ბრიგადის გენერალს, რათა პროგრამის განხორციელების თვალსაზრისით შემდგომი დეტალები გავიაროთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

როგორც თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, აშშ-ის არმიის ევროპული ჯარების სარდალმა, გენერალ-ლეიტენენტმა ბენ ჰოჯესმა კი, თავდაცვის მინისტრს და ბრიგადის გენერალს ვლადიმერ ჩაჩიბაიას, 21-ე სარდლობის კონცეფციის შესახებ ბრიფინგი წარუდგინა და ქართველი მშვიდობისმყოფელების მომზადების დონეს, რომელიც ამჟამად ავღანეთისთვის გადასროლისწინა წვრთნას ჰოჰენფელზში გადიან, მაღალი შეფასება მისცა. ამერიკელმა გენერალმა ქართველ სამხედროებს სანდო პარტნიორები უწოდა და თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი მოიწონა.

„თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები უწყების ტრანსფორმაციას ინოვაციურად უდგებიან. მათ შეუძლიათ უზრუნველყონ საუკეთესო თავდაცვითი შესაძლებლობები საქართველოსთვის. როგორც ყოველთვის, ახალგაზრდა ქართველმა ჯარისკაცებმა დღესაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე. კონტინგენტი ავღანეთის მისიაში გასამგზავრებლად ემზადება. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები შესანიშნავად არიან მომზადებულნი. ისინი სწრაფად აზროვნებენ და კარგად აქვთ გამომუშავებული გუნდური მუშაობის პრინციპები. მე მათ მიმართ უდიდესი ნდობა გამაჩნია. ამერიკელებმა ვიცით, რომ ქართველები ამაყი და სანდო პარტნიორები არიან. ვფიქრობ, რომ საქართველო ლიდერი ქვეყანაა ისეთ რეგიონში, სადაც უამრავი გამოწვევა არსებობს. ის არის ერთგვარი პორტალი ევროპისკენ დანარჩენი ქვეყნებისთვის. საქართველოს აქვს შესაძლებლობა წინ გაუძღვეს სხვა ქვეყნებს და უზრუნველყოს სტაბილურობა კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსთან შეხვედრის შემდეგ, ოპტიმიზმით სავსე ვარ მათი კურსის მიმართ. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ქართველებთან აქტიურ თანამშრომლობას. გრაფენბერგისა და ჰოჰენფელსის ბაზების მეთაური უახლოეს მომავალში საქართველოში მიემგზავრება, რათა ადგილზე გაეცნონ საქართველოს წვრთნების ცენტრის მშენებლობის პროცესს. ჩემი აზრით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დღეს ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს და ეს ასეც გაგრძელდება. ამერიკელებს მოსწონთ ყოფნა იმ ხალხთან, რომლებსაც უყვართ თავისუფლება და რომლებიც იბრძვიან თავიანთი თავისუფლებისთვის“, - აღნიშნა აშშ-ის არმიის ევროპული ძალების სარდალმა.

ჰოჰენფელზის სამხედრო ბაზაზე ვიზიტის ფარგლებში, ოპერაციების მართვის ცენტრში ბრიგადის გენერალმა ანტონიო აგუტომ სტუმრებთან ოპერაციების მართვის ცენტრის მუშაობის პრინციპებზე ისაუბრა. მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გადაინაცვლეს, სადაც სწავლებების დროს სამხედროების მოქმედებების შეფასების მეთოდებს გაეცნენ.

გერმანიაში ვიზიტის ბოლოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ავღანეთში გადასროლისწინა მომზადების საჩვენებელი სწავლება გაიმართა.

„მინდა აღვნიშნო ქართული სამხედრო ძალების მზადყოფნის მაღალი ხარისხი, რომელიც მათ საჩვენებელი წვრთნების ფარგლებში აჩვენეს. ისინი ავღანეთში საერთაშორისო მისიის შესასრულებლად მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. ამ მიმართულებით ბევრი დადებითი სიტყვა მოვისმინეთ. ჩვენ ბევრჯერ ვამბობთ კიდევაც, რომ გვეუფლება სიამაყის განცდა, როდესაც ასეთ მაღალ შეფასებებს ვისმენთ. მომავალში გავაგრძელებთ იმ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას, რათა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, სამხედრო მომზადების ხარისხი იყოს ისეთი სტანდარტებით უზრუნველყოფილი, რომელსაც ნატო ითხოვს,“ - განაცხადა ლევან იზორიამ გერმანიაში ვიზიტის დასასრულს.

აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) სასწავლო ვითარება ავღანეთში არსებულ გარემოსთან მაქსიმალურადაა მიახლოებული. შექმნილია იმიტირებული ავღანური ქალაქი, სადაც ქართველი სამხედროები ავღანეთის ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის დამყარებას და ავღანეთში ყოფნისას საჭირო სხვა უნარ-ჩვევებს სწავლობენ, ეგუებიან იმ გარემოს, სადაც სამშვიდობო მისიის შესრულება მოუწევთ. ამერიკელი ინსტრუქტორები ქართველ სამხედროებს ამბოხებულთა საწინააღმდეგო (COIN) ოპერაციების წარმოებას, საბრძოლო ველის მომზადებას, გაწმენდას, შენარჩუნებასა და უსაფრთხოების დაცვას ასწავლიან. ჰოჰენფელზში მომზადების დასრულების შემდეგ, 23-ე ბატალიონი ავღანეთში გაემგზავრება და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ქაბულსა და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი