პოლიტიკა
გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბრიუსელში ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ მიხაილ კოსტარაკოსის მიწვევით იმყოფებოდა.
შეხვედრა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ გახსნა. სამხედრო მაღალჩინოსნებმა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიები, ამ კუთხით არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
სამხედრო კომიტეტის სხდომის ფარგლებში, გენერალური შტაბის უფროსმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ მიხაილ კოსტარაკოსთან, შვედეთის შეიარაღებული ძალების უმაღლეს სარდალთან, გენერალ მაიკლ ბაიდენთან და საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის შტაბის მეთაურთან, გენერალ პიერ დო ვილიესთან.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე ევროკავშირის საწვრთნელი მისიის (EUTM RCA) მეთაურთან, გენერალ-მაიორ ერიკ ოტოკლიკ ღაისთან შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა მისიაში ქართული სამხედრო კონტინგენტის ჩართვის საკითხი იყო. მან ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობაზე და გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს მადლობა გადაუხადა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობისთვის.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


