პოლიტიკა
გენერალ-მაიორი ფინ უინკლერი თავდაცვის უწყებაში შეხვედრებს მართავს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურს, გენერალ-მაიორ ფინ უინკლერს შეხვდნენ.
მხარეებმა შეხვედრაზე დანიის სამეფოს შიდა გვარდიასა და საქართველოს ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბრის ერთ-ერთი თემა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის საქმიანობა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებები იყო. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები და განათლების კუთხით განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
ვიზიტის პირველი დღე დანიელმა გენერალმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) სტუმრობით დაასრულა. გენერალ-მაიორ ფინ უინკლერს ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ უმასპინძლა. მან სტუმრებს JTEC-ის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და განხორციელებული სწავლებებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მოგვიანებით, დანიელმა სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
გენერალ-მაიორი ფინ უინკლერი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. დაგეგმილია შეხვედრები ეროვნული გვარდიის დეპარტამენტში. გენერალ-მაიორი უინკლერი დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურის სტატუსით საქართველოში ბოლოჯერ იმყოფება, ის აღნიშნულ თანამდებობას ტოვებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


