პოლიტიკა
გემზე, რომელსაც მეკობრეები ბენინის სანაპიროსთან თავს დაესხნენ, ქართველები არ იმყოფებოდნენ
გემზე, რომელსაც მეკობრეები ბენინის სანაპიროსთან თავს დაესხნენ, ქართველები არ იმყოფებოდნენ. ამის შესახებ პირველი არხი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ თამარ იოსელიანზე დაყრდნობით იუწყება.
იოსელიანის თქმით, დაახლოებით ორი დღის წინ შემოვიდა ინფორმაცია, რომ გემზე ქართველი მეზღვაურები იმყოფებოდნენ, თუმცა გადამოწმების შედეგად ეს არ დადასტურდა.
„ჩვენთან ეს ინფორმაცია შემოვიდა დაახლოებით ორი დღის წინ, რასაც მყისიერი რეაგირება მოჰყვა. გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს. გემთმფლობელისგანაც და ასევე სხვა წყაროებიდანაც დადასტურებული ინფორმაციით, ქართველები არ იმყოფებიან არც ეკიპაჟის წევრების სიაში და შესაბამისად არც გატაცებულთა სიაში“, – განაცხადა იოსელიანმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გვინეის ყურეში, ბენინის სანაპიროსთან გემს, რომლის ბორტზეც ორი ქართველი იმყოფებოდა, მეკობრეები დაესხნენ თავს და რამდენიმე ადამიანი გაიტაცეს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


