უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 ივნისი, 2025 10:18
font-size

გელათის ტაძარს დღეს აღარაფერი ემუქრება, მთავარი ტაძარი გადახურულია უნიკალური კონსტრუქციით - თინათინ რუხაძე

დღეს უკვე გვაქვს რეალური ხელშესახები შედეგი, გელათის ტაძარს აღარაფერი ემუქრება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

როგორც თინათინ რუხაძემ აღნიშნა, გელათის მთავარი ტაძარი გადახურულია უნიკალური კონსტრუქციით.

„პირველ რიგში, სწორი გადაწყვეტილება იყო იმდროინდელი კულტურის სამინისტროსი, რომ გაკეთდა სარეაბილიტაციო დროებითი კომიტეტი, ძალიან კარგი იყო, ეს ფორმა რომ შეიმუშავა სახელმწიფომაც ეკლესიასთან და მეცნიერებთან ერთად. დღეს ვდგავართ უკვე იმ მიჯნაზე, რომ რეალური ხელშესახები შედეგი გვაქვს. დღეს ტაძარს აღარაფერი ემუქრება. დღეს გუმბათიც დაედგა, მთავარი ტაძარი გადახურულია უნიკალური კონსტრუქციით, რომელიც ნამდვილად არის უნიკალური.

დღეს გერმანელი მეცნიერებიც იყვნენ ადგილზე, ადგილზე იყო არქიმანდრიტი მამა კირიონიც, რომელიც არის დროებითი კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე და რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს ამ პროცესს. ბევრი ქართველი მეცნიერიც იყო და ვთქვით, რომ, მაგალითად, ნოტრდამის შემთხვევაში, როდესაც ის დროებით გადახურვაში მოექცა, მთელი მასა აწვებოდა თვითონ ტაძარს. გელათის შემთხვევაში ისეთი უნიკალური ტექნოლოგიაა შემუშავებული უცხოელი და ქართველი ექსპერტების საბჭოს წევრების მიერ, რომ გელათს აქვს ცალკე მოწყობილი ეს და არცერთი დაწოლა ტაძარზე არ მიდის. კონსტრუქცია, რომელიც ფარავს ამ წუთას მთავარ ტაძარს, დგას თავის მზიდებზე. თავისთავად, პირველი ეტაპის ერთი პრობლემა უკვე მოიხსნა“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.

ამასთან, თინათინ რუხაძემ განაცხადა, რომ მოზაიკის და კედლის მხატვრობის მიმართულებით სრულიად უნიკალური კვლევებია დასრულებული.

„ეს ნიშნავს, რომ უკვე ვიცით მეთოდი, როგორ უნდა იმუშაონ და ვინ უნდა იმუშაოს. იყო დიდი წყვეტა, ჩვენ ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანა ვართ და ბევრი სხვა პრობლემაც გვქონდა. ომები გადავიტანეთ ამ 30 წელიწადში და, შესაბამისად, ყველაფერს ადამიანებს ვერ დავაბრალებთ, რომ ამ დარგის სპეციალისტები ვეღარ გადამზადდნენ, ვეღარ დაეწიენ ამ 30 წლის განმავლობაში, იყო ლოგიკური წყვეტები. მე არავის ხელს არ ვაფარებ და არაფერს არ ვამართლებ, უბრალოდ, მე მესმის, რომ უნიკალური სპეციალისტები ჰყავს საქართველოს სახელოვნებო ბევრ სფეროში, მაგრამ არის რიგი პრობლემებისა, რომლებიც, შეიძლება, სახელოვნებო განათლებიდან მოდის, მოკლედ, შეიძლება, მოდის წყვეტიდან. მოხდა ისე, რომ უნიკალური მეცნიერები, ვინც გვყავდნენ, ძალიან ცოტა დარჩა და რიგ შემთხვევაში ხელი აღარ გყოფნის, უბრალო ადამიანს, ჩვენს მაყურებელს რომ გავაგებინოთ.

ჩვენ ძალიან დიდი კულტურული მემკვიდრეობა გვაქვს და გაგვიჭირდა ამის აწევა. ახლა უკვე არის მოდელი. რატომ ვამბობ, რომ სწორად გაკეთდა. მინდა, ადამიანებმა გაიგონ, შემდეგ შეგვეშინდა, ამ 30 წლის განმავლობაში რაღაც ძეგლები დაზიანდა, ზოგი ობიექტურად, ზოგი სუბიექტურად, ზოგი, შეიძლება, ძალითაც, ვანდალიზმის ფაქტებიც არსებობს ძეგლებზე, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ არაფრით არ შეიძლება, ნორმალურ ხელოვანს და მეცნიერს უნდოდეს, თავისი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა ძალით დააზიანოს. ახლა ჩვენ გელათის კომიტეტით ვქმნით უნიკალურ მოდელს, როგორ უნდა ვეფეროთ, მოვუაროთ.

გეტყვით მთავარ მიდგომას, რაც იუნესკო-მ აღნიშნა და სადაც შეგვაქეს ამ ბოლო აქტში, რომელიც ატვირთულია უკვე მათ ვებგვერდზე და ივლისში წავა განხილვაში – ჯერ ერთი, იცით, რომ რეაქტიული კომისია ჩამოდის და უკვე აღარ ვართ ამ ნუსხაში, სადაც შეიძლება, რამე მოგვადგეს – ბოლო ამ აქტში იწერებიან მადლობას, რომ საქართველოს მთავრობის, ეკლესიის და მეცნიერთა ერთად დგომით, ნამდვილად მსოფლიო მემკვიდრეობის მიდგომები შეგვაქვს ამაში. ჩარევას ძეგლზე, სჯობს, ვიდრე არ გამოიკვლევ, არ ჩაერიო და ჩვენ ჩვენი სიჩქარით, შეიძლება, რაღაცა დროს ადგილზე არასწორად მიღებული გადაწყვეტილებით… არასწორია ახლა ჩემგან წარსულზე საუბარი. გელათი ხომ არ იყო პირველი. იმედია, გვახსოვს, გასული 20 წლის განმავლობაში რაებია გაკეთებული. აქედან გამომდინარე, მოდით, ასე ვთქვათ, მე რვა თვეა, მინისტრი ვარ, მე პროგრესზე ვარ ორიენტირებული“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.

წყარო

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი