სამართალი
გელა ნიკოლაიშვილი ზურაბ ჟვანიას საქმეზე: თუ ეს იყო მკვლელობა, ამის დადასტურება უკვე პრაქტიკულად შეუძლებელია
ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, მის გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვები და ეჭვები მუდმივად იარსებებს.
„ლევან ჩაჩუას სამსახურებრივი გულგრილობა არ გამოუჩენია, მან დაწერა იმ მასალაზე დაყრდნობით, რაც ნახა. რაც შეეხება სხვა ექსპერტიზას, თითქოს ამერიკელმა ექსპერტებმა თქვეს, რომ იქ არ იყო იმ რაოდენობის გაზი, რომელიც გარდაცვალებას გამოიწვევდა. ისევ ვიტყვი იმას, რომ ალბათ ეჭვები მუდმივად დარჩება და არ მგონია, ეს საქმე იმ თვალსაზრისით იქნას გამოძიებული, რომ დამტკიცდეს ზურაბ ჟვანიას მკვლელობა. შეიძლება, ეს არც იყოს მკვლელობა და გადაჭრით ამაზე საუბარი არც შემიძლია. მაგრამ, თუ ეს იყო მკვლელობა, ამის დადასტურება უკვე პრაქტიკულად შეუძლებელია.
ეს იყო მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა, ამაზე დღეს კითხვები არსებობს და ვეჭვობ, რომ ეს კითხვები მუდმივად იქნება, ვინაიდან გამოძიების შედეგს არ ექნება ისეთი დამაჯერებელი ახსნა, რომ გამყარდეს ან ერთი, ან მეორე ვერსია", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


