უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

3 აპრილი, 2017 18:40
font-size

გელა ხვედელიძის მეუღლე შურისძიების მიზნით თავდასხმის მოტივს გამორიცხავს

შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის ოჯახი შურისძიების მიზნით თავდასხმის მოტივს გამორიცხავს.

როგორც ჟურნალისტებს გელა ხვედელიძის მეუღლემ, მარეხ ფერაძემ განუცხადა, მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ოჯახს ჯერჯერობით ვერსიები არ აქვს, თუმცა შურისძიებას გამორიცხავენ.

ფერაძე, რომელიც თავდასხმის დროს მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა.

ხვედელიძის მეუღლის განცხადებით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ისინი სახლიდან გამოდიოდნენ და მათ ორი ნიღბიანი მამაკაცი თავს დაესხა.

ფერაძის თქმით, მან სცადა ერთ-ერთი თავდამსხმელისთვის ნიღაბი ჩამოეხსნა, თუმცა ვერ მოახერხა.

დაზარალებულის მეუღლის განცხადებით, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, 25-30 წლის ასაკის პირები იყვნენ.

,,მეუღლე საუბრობდა ტელეფონზე და უცებ დაესხა ეს ორი ნიღბიანი თავს. ვერ გეტყვით, არავითარი მუქარა არ ყოფილა, მე არ ვიცი. გაოგნებული ვარ.

ვცდილობდი, რომ ნიღაბი ჩამომეხსნა ერთ-ერთი ბიჭისთვის, მაგრამ ვერ მოვახერხე, გაიქცნენ’’, - აცხადებს დაშავებულის მეუღლე.

მისივე ინფორმაციით, თავდამსხმელებს არ გამოუყენებით იარაღი და ხვედელიძეს წიხლებს ურტყამდნენ.

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, გელა ხვედელიძე თავის არეში და სახეში მიყენებული მრავლობითი დაზიანებებით „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკაში იმყოფება.

გელა ხვედელიძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ნინო ექვთიმიშვილი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი