სამართალი
გელა ხვედელიძის ადვოკატები თავდასხმის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებენ
შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის ადვოკატების განცხადებით, მათ ხვედელიძეზე სავარაუდო თავდამსხმელების იდენტიფიცირება მოახდინეს.
პრესკონფერენციაზე ადვოკატებმა შესაბამისი ვიდეომასალა გაასაჯაროვეს.
ადვოკატების მტკიცებით, ვიდეომასალაში ასახული კადრები, თავდასხმის დღეს, სათვალთავლო კამერამ დააფიქსირა.
„ ჩვენ მოვითხოვეთ სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღება. დააკმაყოფილეს ეს შუამდგომლობა, თუმცა დღემდე ვცდილობთ მოვიპოვოთ ბარნოვის ქუჩის მიმდებარედ არსებული კამერების მასალა, სადაც ჩანს, როგორ აყენებენ გელა ხვედელიძეს ფიზიკურ შეურაცხყოფას. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოვიპოვეთ, მასალა, სადაც ჩანს ავტომანქანა, შეგნებულად არ ვამბობთ ნომრებს და ველოდებით პროკურატურის ინფორმაციას. საგამოძიებო ორგანო გვეუბნება, რომ 10 კამერა ამოღებულია და ჯერ დათვალიერება მიდის.
ჩვენი აზრით, პროცესი ჭიანურდება, მიმდინარეობს გარკვეული მასალების წაშლა. მოვუწოდებთ, რომ დაგვათვალიერებინონ ეს მასალა. ჩვენს მოპოვებულ მასალაში ნათლად ჩანს, თუ როგორ გადაადგილდება ორი პიროვნება, რომლებმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გელას“, - განაცახადა გელა ხვედელიძის ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს გელა ხვედელიძეს თავს მიმდინარე წლის 3 აპრილს დაესხნენ. მას, ყბა-სახის მოტეხილობა აღენიშნებოდა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


