სამართალი
გელა ხვედელიძეზე თავდასხმის საქმეში ცეცხლალსროლი იარაღი არ ფიგურირებს - შალვა ხუციშვილი
ერთადერთი რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, არის ის, რომ ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს და დაწყებულია გამოძიება 117-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს ჯანმრთელობის დაზიანებას ანუ ცემას, - განუცხადა ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა გელა ხვედელიძეზე თავდასხმის ფაქტის კომენტირებისას.
მისივე თქმით, გამოძიების შედეგების დადებამდე ნაადრევია საუბარი თავდასხმის მოტივზე.
,,ხვედელიძესთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ პირველი, რომ 117-ე მუხლით არის დაწყებული გამოძიება და ძალიან სწრაფად მოხდა ამ საკითხზე რეაგირება.
პირველადი მონაცემები რაც გვაქვს, არის ის, რომ ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს. დანარჩენს ალბათ გვეტყვის გამოძიება, რომელიც ინტენსიურად არის დაწყებული და მიმდინარეობს.
ჯერჯერობით სანამ გამოძიების შედეგები არ იქნება, რაიმე მოტივზე საუბარი ნაადრევია’’, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, გელა ხვედელიძე თავის არეში და სახეში მიყენებული მრავლობითი დაზიანებებით „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკაში იმყოფება.
საავადმყოფოში მივიდნენ მისი მეუღლე და ახლობლები. ადგილზე იმყოფება ხვედელიძის მეგობარი ელისო კილაძე, რომელიც თავდასხმის ფაქტს ანგარიშსწორებას უკავშირებს და ამბობს, რომ ხვედელიძე მასთან მეგობრობის გამო დაისაჯა.
არსებული ინფორმაციით, გელა ხვედელიძეს თავს საკუთარ სახლთან დღეს დაესხნენ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


