სამართალი
გელა ხვედელიძეს თავს დაესხნენ
თბილისში თავს დაესხნენ შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს.
ხვედელიძის მეგობრის, ,,ქრონიკა პლუსის’’ რედაქტორის, ელისო კილაძის ინფორმაციით, თავდასხმა მინისტრის ყოფილი მოადგილის სახლთან მოხდა დილით, როდესაც ის მაღაზიაში მიდიოდა.
როგორც კილაძე ამბობს, ორი ნიღბიანი ხვედელიძეს სახლთან დახვდა და ზურგიდან დაესხნენ თავს.
მრავლობითი დაზიანებით ხვედელიძე სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
კილაძის თქმით, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, შურისძიება და შესაბამისი გზავნილები მათ ჯერ კიდევ გუშინ მიიღეს.
,,ეს არ იყო უბრალოდ თავდასხმა და არ იყო არანაირი ყაჩაღობის მიზნით. ჩვენ წუხელ მივიღეთ ინფორმაცია ამის თაობაზე. გელა ხვედელიძე იყო ჩემთან და მითხრა, რომ იოსებ გოგაშვილი არის წყობიდან გამოსული იმ მასალების გამო, რაც მე გამოვაქვეყნე და რის გამოქვეყნებასაც მომავალში ვაპირებდი. საქმე ეხება სინთეტიკური ნარკოტიკის, ე.წ. ბიოს ,,დაკრიშვას’’ გოგაშვილის მხრიდან, ფაქტებს და მასალებს, რომლებიც ხვალინდელ გაზეთში უნდა გამოქვეყნებულიყო. გაგვაფრთხილეს პირდაპირი მნიშვნელობით, რომ ვყოფილიყავით ძალიან ფრთხილად. როცა ვერ მოახერხა ჩემი შვილის დაჭერის მიუხედავად ჩემი გაჩუმება, ვიცოდი, რომ ის ჩაიდენდა გამოუსწორებელ შეცდომას, მაგრამ თუ ეს გამოუსწორებელი შეცდომა, მაინც და მაინც გელა ხვედელიძეზე თავდასხმა იქნებოდა, რა თქმა უნდა, ამას ვერ ვივარაუდებდით.
ორი ნიღბიანი დაესხა მას სახლთან. უკნიდან მოხდა ეს თავდასხმა. საცხოვრებელი სახლი აქვე, თარხნიშვილის ქუჩაზე. მანქანა დაქოქა და მიდიოდა სიგარეტის საყიდლად, თან ტელეფონით მესაუბრებოდა.
მე ვპირდები იოსებ გოგაშვილს და ყველა იმ არამზადას, რომელიც არის მისი თანამოაზრე ამ საქმეში, თუ ცოცხალი დავრჩი და ფიზიკურად არ მოხერხდა ჩემი განადგურება. აუცილებლად ვაზღვევინებ მას, როგორც ჩემი შვილის დაჭერისთვის, ასევე ამ მძიმე დანაშაულისათვის. ეს არის პირდაპირი ანგარიშსწორება, იმიტომ, რომ გელა ხვედელიძე დაისაჯა ჩემთან მეგობრობის გამო.
მივმართავ უჩა მამაცაშვილს, თუ ჩემი შვილის დაჭერის შემთხვევაში ამბობდა იმას, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია და საქართველოში არ იმყოფებოდა, ის დღეს საქართველოში იმყოფება. კეთილი ინებოს და გაარკვიოს, რატომ მივიდა გოგაშვილი ამ გადაწყვეტილებამდე’’, - განაცხადა ელისო კილაძემ.
გელა ხვედელიძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


