პოლიტიკა
გედევან ფოფხაძის გარდა, შესაძლოა, უმრავლესობა კიდევ რამდენიმე დეპუტატმა დატოვოს - „რუსთავი 2“ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე
მმართველ გუნდს გედევან ფოფხაძესთან ერთად, შესაძლოა, კიდევ 3-მა დეპუტატმა დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
როგორც წყარომ „კურიერს“ უთხრა, გუნდში დაპირისპირებაა უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატსა და პარლამენტის თავმდჯომარეს, ირაკლი კობახიძეს შორის. მიღებული ინფორმაციით, მმართველი გუნდის სტაჟიანი წევრები უკმაყოფილო არიან მათი უკანა პლანზე გადაწევით და უმრავლესობის „ახალი სახეების“ პრივილეგიებს დაუმსახურებლად მიიჩნევენ. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს მათ კობახიძეს გამოცდილება დაუწუნეს და კონსულტაციის გავლა მამასთან ურჩიეს.
უკმაყოფილო დეპუტატები შექმნილი დაძაბულობის მოსაგვარებლად კობახიძის გადადგომას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტში მისი იმპიჩმენტის საკითხს დააყენებენ.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, უმრავლესობას, სავარაუდოდ, ეკა ბესელიაც დატოვებს, თუმცა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმდჯომარემ ეს უარყო. დეპუტატის თქმით, ის „ქართული ოცნების“ შექმნაში იღებდა მონაწილეობას და გუნდს არ დატოვებს.
„რა უნდა დავტოვო გუნდი, პარტია, რომელიც პირველივე დღიდან ბიძინა ივანიშვილთან ერთად, მათ შორის ჩემი მონაწილეობით შეიქმნა?! მე ორგანულად ვარ დაკავშირებული ამ პარტიასთან პირველივე დღიდან“, -თქვა ბესელიამ.
„კურიერის“ ცნობით, არაა გამორიცხული, რომ მმართველი გუნდის ნაწილმა დაიწყოს კონსულტაციები პრეზიდენტთან, რათა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებიც დანიშნოს.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ მმართველ გუნდს გედევან ფოფხაძე ტოვებს. გუშინ პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად უმცირესობის კვოტით წარდგენილი ნინია კაკაბაძე აირჩია, რასაც ფოფხაძემ გააპროტესტა. ამის გამო დეპუტატმა უმრავლესობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


