პოლიტიკა
გედევან ფოფხაძის განცხადებით, ქართულ მხარეს მაია ოთინაშვილის გათავისუფლებისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის გარდა სხვა რესურსი არ აქვს
პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, ქართულ მხარეს მაია ოთინაშვილის გასათავისუფლებლად საერთაშორისო მხარდაჭერის გარდა, სხვა რესურსი არ გააჩნია.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევა ხდება. შექმნილ ვითარებაში ერთადერთი რესურსი საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმირება და საერთაშორისო რეზოლუციებში ამ ყველაფრის ასახვაა. ამასთანავე, ხაზი იმას უნდა გაესვას, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებს არღვევს და ადამიანის უფლებების ტოტალური დარღვევა ხდება. არ შეიძლება, 21-ე საუკუნეში ეს დაუსრულებლად გაგრძელდეს, ერთი კონკრეტული სახელმწიფო ანკლავებს ქმნიდეს და ანკლავებზე ადამიანის უფლებებს ტოტალურად არღვევდეს. ამ თვალსაზრისით საერთაშორისო ზეწოლა უნდა იყოს და ეს შედეგს გამოიღებს“, – განაცხადა დეპუტატმა.
საოკუპაციო ძალებმა გორის რაიონის სოფელ ხურვალეთიდან 37 წლის მაია ოთინაშვილი გაიტაცეს. ბოლო ინფორმაციით, მას 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


