პოლიტიკა
გედევან ფოფხაძემ, შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობის დატოვება გადაიფიქროს
დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ, შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობის დატოვება გადაიფიქროს.
ფოფხაძე უმრავლესობის დატოვებას არც უარყოფს და არც ადასტურებს, თუმცა არ წასვლას ნაკლებად შესაძლებლად მიიჩნევს. მისი თქმით, უმრავლესობიდან წასვლა გარკვეულ პროცედურებთანაა დაკავშირებული და ვინაიდან ეს პროცედურები გასავლელია, ცივ გონებაზე ჯერჯერობით ამაზე საუბარს ნაადრევად თვლის.
დეპუტატი ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში არჩევასთან დაკავშირებით ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან ვინც მას მხარი დაუჭირა, არავის სალამს არ ეტყვის.
ნინია კაკაბაძე პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩია.
კაკაბაძის კანდიდატურას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი - 12 წავიდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ნინია კაკაბაძე საპარლამენტო უმცირესობამ დააყენა. მისი კანდიდატურა სააპარლამენტო უმცირეობამ აქამდე ხუთჯერ დაასახელა.
პარლამენტმა სამეურვეო საბჭოს წევრად სახალხო დამცველის კანდიდატი იზაბელა ოსიპოვაც აირჩია.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


