პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე პარლამენტში თანამდებობის შეცვლისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
“ქართული ოცნების” წევრი გედევან ფოფხაძე მზადაა, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ვანო ზარდიაშვილს გაუცვალოს.
როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეთავაზება ჯერ ოფიციალურად არ მიუღია, თუმცა მისივე თქმით, ამგვარი გადაადგილება მისთვის მისაღებია.
კითხვაზე, დათანხმდება თუ არა მსგავს შემოთავაზებას, ფოფხაძე პასუხობს, რომ დათანხმდება.
,,დღის შესრიგში ეს საკითხი არ დგას, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ძალიან პრინციპულია ჩემთვის. ზოგადად, თუ გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ პირველი მოადგილე უფრო მეტად უნდა იყოს ორიენტირებული თავმჯდომარის ინტერესებზე, მე ასეთ პოზიციასაც გავითვალისწინებ და ამ შემთხვევაში უარს ვიტყვი თანამდებობაზე, რომელიც მიკავია ადამიანის უფლებათა კომიტეტში.
მე ყოველთვის ორიენტირებული ვარ საჯარო ინტერესზე და კერძო ინტერესებზე, მომიტევეთ და ვერ ვიქნები ორიენტორებული“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
არის თუ არა ეს გამოწვეული იმით, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფო კილაძესთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, ამ საკითხზე გედევან ფოფხაძე არ საუბრობს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


